ვსწავლობთ ფრინველთა სახეობებს

დღეს მოგიყვებით ხუთი სახეობის, გუგულის, თეთრი ყარყატის, ნამგალას, ოქროსფერი კვირიონის და სოფლის მერცხლის შესახებ. ერთად დავათვალიერებთ მათ ფოტოებს, სახასიათო დეტალებს და წავიკითხავთ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას, რაც მათ შესახებ საბუკომ მოგიგროვათ.

მაშ ასე:

გუგული

  • გუგული ცნობილია სხვა ფრინველების ბუდეებში კვერცხების მალულად დადებით და ბუდობის ადგილას მისვლისას დამახასიათებელი შეძახილით – „გუგუ“!
  • შესაძლებელია ცნობა ფრენის დამახასიათებელი, ფრთების მოძრაობის სწრაფი და მსუბუქი მანერით.
  • ძირითადად იმ პეპლების მუხლუხოებით იკვებება, რომლებიც მკვეთრი, გამაფრთხილებელი ფერებით არიან შეფერილი და სხვა ფრინველები თავს არიდებენ.
  • ამ ჩიტის კვერცხები ევროპის მასშტაბით სხვა, 100 განსხვავებული სახეობის ბუდეში იქნა ნანახი. იმ ფრინველების ჩათვლით, რომლებიც ხის ფუღუროებში ცხოვრობენ.
  • გუგული სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატში ცხოვრობს – ტყეებში, მოხნულ მიწებში, წყალსაცავების სანაპიროებზე და ხანდახან დასახლებულ ტერიტორიებზეც გვხვდება.
  • დაახლოებით მტრედის ზომისაა, უფრო გამხდარი ფიგურით, მომრგვალებული კუდით, სხეულის ზედა ნაწილის ნაცრისფერი და ხანდახან ჟანგისფერი ფერით. ქვედა ნაწილი თეთრია, მუქი, განივი ზოლებით. მთელს ევრაზიაში ცხოვრობს, გარდა მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებისა. ზამთრობს აღმოსავლეთ აფრიკაში, ეკვადორის სამხრეთით. მიგრაციისას ძნელი შესამჩნევია. მიგრაციის მანძილი 4500 – 1200 კმ-ია.

თეთრი ყარყატი

  • მამრები ოდნავ დიდები არიან მდედრებზე. ფრინველის ბუმბული მთლიანად თეთრია. მხოლოდ მომქნევები აქვს შავი. ზრდასრულ ინდივიდებს წითელი ნისკარტი და ფეხები აქვთ. ახალგაზრდებში ნისკარტი და ფეხები შავია.
  • ზრდასრული ინდივიდები პრაქტიკულად ჩუმები არიან, მხოლოდ ხანდახან სისინებენ. საერთაშორისოდ ცნობილი არიან იმ ტკაცუნის მსგავსი ხმებით, რომელსაც ნისკარტის ორი ნაწილის ერთმანეთზე კაკუნით და თავის უკან გადახრით გამოსცემენ.
  • ბუდეებს აშენებენ ბოძებზე, ბუხრის თავებზე, ბეღელების სახურავებსა და ხეებზე. ბუდემ, თუ მრავალი სეზონის განმავლობაში გამოიყენეს, 3 მეტრის სიმაღლესა და 2 მეტრის დიამეტრსაც კი შეიძლება მიაღწიოს. ბინადრობენ ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე, ჭაობებთან, მინდვრებსა და მდელოებზე.
  • მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, იღბალთან და ბავშვების მოყვანასთან ასოცირდებიან.
  • 10 წლიანი ინტერვალებით ხდება მათი საერთაშორისო აღწერა. ევროპის ყველაზე დიდი პოპულაცია პოლონეთში ბინადრობს – 2004 წელს 52 ათასი მობუდარი წყვილი დაითვალეს.
  • საკვები: მცირე ზომის ძუძუმწოვრები (მემინდვრიები, თაგვები), ამფიბიები, რეპტილიები, თევზი, მწერები, მატლები.
  • ამ სახეობას იცავს ბერნისა და რამსარის კონვენციები, ევროკავშირის დირექტივა ფრინველების შესახებ. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ნამგალა

  • წარსულში ეს ფრინველი მხოლოდ მთებსა და კლდოვან ადგილებში ცხოვრობდა, მაგრამ დღესდღეობით ის ძრითადად ქალაქებსა და დასახლებულ ტერიტორიებს ამჯობინებს. მაღალი, ბეტონის შენობების ბლოკები კლდის მაგივრობას სწევს, სავენტილაციო გასასვლელები კი – ბზარების, სადაც ეს ფრინველები ცხოვრობდნენ. მისი ფეხების აგებულებაც აჩვენებს იმას, რომ ეს ფრინველი კლდეზე ცხოვრებასაა შეგუებული. ოთხივე თითი წინაა მიმართული, რაც აადვილებს ვერტიკალურ ზედაპირზე მოჭიდებას. ფეხების ანატომია ამ ფრინველს საშუალებას არ აძლევს, დაჯდეს ხის ტოტებზე და იმოძრაოს მიწაზე. ამიტომაც ატარებენ დროის უმეტეს ნაწილს ჰაერში.
  • ეს ფრინველები არა მხოლოდ იკვებებიან და წყვილდებიან ჰაერში – სძინავთ კიდეც! ღამეებს მიწიდან 1-2 ათასი მეტრის სიმაღლეზე ატარებენ, სადაც ჰაერის თბილი მასების დახმარებით ადიან.
  • ბუდე პატარა, ბრტყელი ბარძმის მსგავსია, რომელიც შეკრულია ბალახით, ცხენის თმით, ბუმბულით და მიწებებულია ნერწყვით. ბუდე შეიძლება იყოს კედლის ბზარში, კრამიტის ქვეშ, ხანდახან – ჩიტის ხელოვნურ ყუთებსა და ფუღურო ადგილებში.
  • ერთი შეხედვით მერცხლის მსგავსია, თუმცა მასზე ოდნავ დიდი და მუქი შავი და ყავისფერი ბუმბულით. ასევე განსხვავდება ფრთების ნახევარმთვარისებრი მოყვანილობთ, ოდნავ შესამჩნევად გაყოფილი კუდით. მხოლოდ ყელი აქვს თეთრი.
  • მაისის დასაწყისიდან მათი დანახვა ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებში შეგვიძლია. მოძრაობენ როგორც შავი ფრინველების გუნდები, მოქნილად.
  • როდესაც ბუდობის სეზონი დგება და ამინდი ცუდია, საკვების პოვნა ბუდიდან 2000 კმ-ის მოშორებითაც კი შეუძლიათ. ამ დროის განმავლობაში ბარტყები კომის მსგავს მდგომარეობაში შედიან, რათა შეამცირონ სხეულის ტემპერატურა და სასიცოცხლო პროცესები მინიმუმამდე დაიყვანონ. ამით ენერგიას ზოგავენ.

ოქროსფერი კვირიონი

  • ეს სახეობა ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევოპის თბილ რეგიონებში გვხვდება. ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაციებიები გვხვდებიან პირინეის და ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე, კონტინენტის აღმოსავლეთ საზღვრებზე.
  • მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ფერადი ფრინველია. ცხოვრობს ღია, მზიან ადგილებში, კლდოვან სვეტებსა და დამრეც გორაკებზე. ეტანება ხრეშიან ჩაღრმავებებს. აქვს მუქი ყავისფერი და აგურისფერი თავი და კისერი, თეთრი შუბლი, წითელი თვალი, რომელიც მოთავსებულია შავ სარტყელში. გრძელი, შავი ნისკარტიოდნავ მოღუნულია ქვემოთ. ნიკაპი ყვითელია და შავი სარტყლითაა გამოყოფილი საფირისფერი ლურჯი სხეულის ქვედა ნაწილისაგან.
  • წყვილი ნისკარტისა და ბრჭყალების გამოყენებით თხრის დაახლ. 70-80 სმ სიგრძისა და 7 სმ დიამეტრის ჰორიზონტალურ სოროს. რამდენიმე კორიდორს აკეთებს, თუმცა მხოლოდ ერთს ამთავრებს.
  • საკვები შედგება დიდი ზომის ფრთოსანი მწერებისაგან, რომლებსაც ჰაერში იჭერენ – ბაზი, ნემსიყლაპიები, ფუტკრები.ისეთ მწერებს, რომლებსაც ნესტარი აქვთ (მაგ ფუტკარი, კრაზანა), ანეიტრალებენ მათ ხის ტოტებზე ხახუნით.
  • კოლონიებში ახალგაზრდა მდედრები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მრავლდებიან, ზრდასრულებს ეხმარებიან ბუდეში კვერცხებზე ჯდომით ან ბარტყებისათვის საკვების მოტანით. ამით ხელს უწყობენ წარმატებულ ბუდობის სეზონს.

სოფლის მერცხალი

  • ისევე, როგორც ნამგალას, ამ ფრინველსაც ვიწრო, მახვილი ფრთები აქვს და მთელი დღის განმავლობაში დაფრინავს. წყალსაც კი ფრენისას სვამს. ამ ფრინველის ფეხები სუსტადაა განვითარებული. ეს ადაპტაციაა, რომელიც მუდმივად ფრენის გამო განვითარდა. ძირითადად, მავთულებზე ირჩევს ჯდომას, რადგანაც მისი პატარა თითები მსხვილ ტოტებზე ჯდომისათვის მოუხერხებელია.
  • დამახასიათებელი ფიგურა აქვს – მისი ორად გაყოფილი კუდისა და კარგად წამახვილებული ბუმბულის გამო (რომელიც, მამრებში უფრო გრძელია) ადვილი საცნობია. სხეულის ზედა ნაწილი მუქი ლურჯი და შავია, მეტალის ბზინვარებით და კუდზე თეთრი წინწკლებით. შუბლის ნაწილი და ყელი – ჟანგისფერი. მუცელი – თეთრი.
  • საბუდარ ადგილებს წარმოადგენს ქვიანი კედლები, ბზარები და ჩაღრმავებები კედლებში, თიხიანი კლდის ქიმები. ადრე ბუდეებს ზღვისპირა კლდეებზე მდებარე გამოქვაბულების შესასვლელებში აშენებდა. დღესდღეობით ძირითადად ადამიანის მიერ შექმნილ საცხოვრებელ გარემოში ბინადრობს. განსაკუთრებით – სოფლად. ბუდეს ნახევარწრის ფორმა აქვს, რომელიც ზემოდან ღიაა. შედგება ტალახისა და თიხისაგან. გამაგრებულია ბალახით. ბუდეები ძირითადად სოფლად გვხვდება ფარდულებში, საწყობებში, ხიდების ქვეშ და ხანდახან საცხოვრებელი სახლის კედლებზეც კი.
  • ფრენს დიდ ჯგუფებად, ხანდახან – რამდენიმე ათასი ინდივიდისაგან შემდგარი ჯგუფიც კი შეიძლება იყოს. ეტანება მინდვრებს, ტბებისა და გუბურების მახლობელ ლერწმიან ადგილებს.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube