ურბანულ ფრინველებზე დაკვირვება 2019 წელს დაიწყო. Მისი მიზანი ქალაქის ფრინველების შესახებ ცნობიერების გაზრდაა.
Რა არის ურბანულ ფრინველებზე დაკვირვება?
შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ თბილისში მრავალი სახეობის ფრინველი გვხვდება. Საქართველოში გავრცელებული 403 სახეობიდან აქ 200-ზე მეტია დაფიქსირებული.
საბუკოს ყოველკვირეული საფეხმავლო ტურები ბუნებაში სეირნობისა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობაა.
საფეხმავლო ტურები გაზაფხულობით, მარტიდან – მაისის ბოლომდე მიმდინარეობს. Ყოველ შაბათ-კვირას, თბილისის სხვადასხვა ნაწილში, ტურებს პროფესიონალი გიდი უძღვება. Საბუკო მონაწილეებს ბინოკლებითაც უზრუნველყოფს. Ტურის პარალელურად კი გიდი მათ თბილისის და, ზოგადად ფრინველების შესახებ მოუთხრობს, პასუხობს კითხვებს, დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს რჩევებს.
Რატომ გაზაფხულზე?
გაზაფხული ის დროა, როდესაც ფრინველების ნახვა ყველაზე მარტივია. Ისინი მეწყვილის საპოვნელად გალობენ და გაცილებით თამამები არიან. Ეძებენ ბუდის ასაშენებელ ადგილს. Გაზაფხულზე ბრუნდებიან ის გადამფრენი ფრინველებიც, რომლებიც თბილ ქვეყნებში იზამთრებენ.
განსხვავებით გაზაფხულისა, ზაფხულში მათ ბარტყები ჰყავთ გამოსაკვები, ან ბუდეს დარაჯობენ. Ამ დროს განსაკუთრებით ფრთხილობენ. Რთულდება მათი ნახვა ფოთლებს შორისაც.
ზაფხულის მიწურულს კი, ფრინველთა უმეტესობას სხვა საზრუნავი აქვს – შორ მანძილზე მიგრაციისათვის უნდა მოემზადონ, გამოიცვალონ ბუმბული (რა დროსაც, როგორც წესი, ნაკლებად ჩნდებიან ხოლმე), მოიმატონ წონაში.
საფეხმავლო ტურები თბილისის ისეთ ადგილებში ტარდება, სადაც ფრინველების ყველაზე დიდი რაოდენობაა. Ასევე ვითვალისწინებთ, რომ ტრანსპორტირება და დასწრება ყველასთვის ადვილი იყოს. Უმეტეს მარშრუტებზე შესაძლებელია გადაადგილება მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ასევე ეტლით.
ყველაზე პოპულარული საფეხმავლო ადგილებია: ლისის ტბა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, კუს ტბა, კრწანისის ტყე-პარკი.
პროექტ “ურბანული ბიომრავალფეროვნების” ფარგლებში რუკა და გზამკვლევიც შევქმენით, სადაც ფრინველთა ყველაზე გავრცელებულ სახეობებსა და მათი თავშეყრის ადგილებს იპოვით.
ამჟამად ფრინველებზე დაკვირვებისას საბუკოს ქართულენოვანი აპლიკაციის გამოყენებაც შეგიძლიათ. Მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ სამუშაო რეჟიმშია, მასში თქვენი დანახული ფრინველების მონიშვნა და შენახვა უკვე შეგიძლიათ. Ამგვარად საბუკოსათვის მონაცემების შეგროვებაში დაგვეხმარებით, თავად კი – ნანახი ფრინველების პერსონალურ სიას შეადგენთ.
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული – ანდროიდი
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული – iOS
ტურები ყოველ კვირას, საბუკოს ფეისბუქ გვერდზე ანონსდება