ტყის ქსილოფონი

ეს გვერდები მიბმულია საინფორმაციო დაფებთან, რომლებიც განთავსებულია კუს ტბის ტყის ბილიკის გასწვრივ. ბილიკი იწყება ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს  კუს ტბის, მთაწმინდის, კოჯორის და წყნეთის დამაკავშირებელი სალაშქრო ბილიკების ნაწილს. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც იწყება მთის ქედიდან, მოიცავს ტყის ჰაბიტატების გასაცნობ  10 პუნქტს.

აქ ნახავთ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა თემატიკზე  ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სურს მიიღოს გარკვეული განათლება ბუნების შესახებ.  მოცემულია საგანმანათლებლო პაკეტები მასწავლებლებისთვის. საგანმანათლებლო პაკეტების შინაარსი მოცემულია იმდაგვარად, რომ მათი გამოყენება ასევე შესაძლებელი იყოს სხვა ტყეებთან მიმართებაშიც.

არის თუ არა ხის ჟღერადობა ყოველთვის ერთნაირი?

ტყე გამოირჩევა ბგერების მრავალფეროვნებით. მასში თავმოყრილია ყველანაირი ბგერა – ძლიერი და სუსტი, მაღალი და დაბალი. ტყის ქსილოფონის ტონები დამოკიდებულია ხის ტიპზე, მერქნის დიამეტრსა და სიგრძეზე. ტოტები ირხევიან, ქვები ტკაცუნობენ, ფოთლები შრიალებენ – ამ მელოდიების გაერთიანებით ჩვენ შეგვიძლია ტყის კონცერტი გავმართოთ.

წარსულში მუსიკალური ინსტრუმენტების შემქმნელები სხვადასხვა სახეობის ხის განსხვავებულ ხმოვან მახასიათებელს იყენებდნენ. ნამდვილი ექსპერტები ხის მიერ გამოცემული ხმის მიხედვით ცნობენ ჯანმრთელია თუ არა ის.

ტონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მერქნის სტრუქტურას ენიჭება, რაც ყოველი სახეობის ხისთვის განსხვავებულია. ვერხვის მერქანი მსუბუქია, მაშინ როდესაც მუხის მერქანი მძიმე, მყარი და მკვრივია. რაც უფრო მკვრივია მერქანი, მით უფრო მაღალია ტონი.

  • Xylon = მერქანი
  • Phoné = ხმა
  • სიტყვა “xylophone” მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან „Xylon“ – ξύλον – და „Phoné“ – φωνή.

შესაძლოა ბევრ თქვენთაგანს ნანახი აქვს ნამდვილი ქსილოფონი. ის შედგება მერქნისაგან დამზადებული ძელაკებისგან, რომლებიც სიგრძის მიხედვით არის დალაგებული და ქმნის მუსიკალურ შკალას. ქსილოფონების უმეტესობა პალისანდრის ხისგან მზადდება. მოკლე ძელაკები მაღალ ბგერებს წარმოქმნიან, ხოლო გრძელი ძელაკები – დაბალს.

ჩვენ სამყაროს ძირითადად მხედველობის მეშვეობით აღვიქვამთ, თუმცა თუ თვალებს დავხუჭავთ სმენა უფრო მგრძნობიარე გაგვიხდება.

  • დახუჭეთ თვალები და მოუსმინეთ
  • დაითვალეთ ათი განსხვავებული ბგერა
  • ააჟღერეთ ქსილოფონი
  • შეგიძლიათ მელოდიის დაკვრა?

ჯგუფური აქტივობა – დასარტყამი ინსტრუმენტების ბენდი.

მოიძიეთ სხვადასხვა საგნები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ბგერების წარმოქმნა (მაგალითად, ქვები, მიწაზე დაყრილი ფოთლები.) და ვითამაშოთ ერთად. შეგიძლიათ მათი ჰარმონიზება ფრინველთა ბგერებთან?

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube