ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს. გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ორ საკითხზე, კერძოდ: (1) აღკვეთილებში სამონადირეო მეურნეობის შექმნასა და (2) ტყის სტატუსის შეწყვეტაზე. დაგეგმილი ცვლილებები ტყის მდგრადი მართვისთვისა და სახეობების დაცვის საკითხს მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტით  დაზუსტდა დასაშვები ტყითსარგებლობის სახეების საკითხი (დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში); აღკვეთილში შესაძლებელი იქნება, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობა.

მარტივდება სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურა. კერძოდ, დგინდება ერთაუქციონიანი პროცედურა, ნაცვლად მოქმედი ორაუქციონიანი პროცედურისა. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ფართობის გადაცემისათვის სპეციალური ლიცენზიის გაცემის დროს, მოხდება ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტაც, რაც გაამარტივებს სამონადირეო მეურნეობების შექმნის პროცესს.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება. აღკვეთილის დაარსების მიზეზი ეროვნული მნიშვნელობის მქონე სახეობების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვაა, რაც სპეციალური აღდგენითი, ან მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. ასევე, აღკვეთილში ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ბიომრავალფეროვნების ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.

ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის მიხედვით (IUCN) მიხედვით, აღკვეთილი

მიზნად ისახას ცალკეული სახეობების, ან ჰაბიტატების დაცვასა და მენეჯმენტს.

აღკვეთილის მთავარი მიზანია:

  • შეინარჩუნოს, დაიცვას და აღადგინოს სახეობა, ასევე მისი საცხოვრებელი გარემო.

 სხვა მიზნებია:

  • დაიცვას, მართოს აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული მცენარეული საფარი ან სხვა ბიოლოგიური ნიმუშები ტრადიციული მეთოდებით/მიდგომით;
  • განავითაროს/აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება სახეობებისა და ჰაბიტატების მნიშვნელობის შესახებ.

აღკვეთილები განსაკუთრებით მნიშვნელოვან ტერიტორიებს წარმოადგენს სახეობებისთვის.  სამონადირეო მეურნეობის შექმნის შესახებ ჩანაწერი „ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში 2000 წლიდან ვხვდებით, ასევე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში, მუხლი, რამაც აღკვეთილის ცალკეულ ტერიტორიებზე ნადირობა დაუშვა, 2003 წლიდან არსებობს.

საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად, ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები, საფრთხეს შეუქმნის იმ აღკვეთილებს, სადაც დღეისათვის სამონადირეო მეურნეობები შექმნილი არ არის, ერთ-ერთი მათგანი კი, ჭაჭუნას აღკვეთილია[1].

საბუკო 2019 წლიდან კონსერვაციულ საქმიანობას ახორციელებს ჭაჭუნას აღკვეთილში. ტერიტორია მოიცავს მდინარე ივრის ჭალას, რომელიც, საქართველოში, ჭალის ტყის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ ფრაგმენტად ითვლება. ჭალის ტყის გარშემო, წარმოდგენილია ნახევრად უდაბნოს ტიპის ჰაბიტატი.

სტეპისთვის დამახასიათებელი ტერასები და გორაკები, ისევე , როგორც ივრის ჭალა, საბუდარ და თავშესაფარ ტერიტორიას ქმნის საქართველოს ისეთი უიშვიათესი, მოწყვლადი და კრიტიკულ საფრთხეში მყოფი ფრინველებისთვის, როგორებიც არიან: გავაზი (Falco cherrug), წითელთავა შავარდენი (Falco biarmicus), ბექობის არწივი (Aquila heliaca), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), წითელი იხვი (Tadorna ferruginea), მცირე კირკიტა (Falco naumanni), თეთრკუდა ფსოვი (Haliaeetus albicilla). ჭაჭუნას აღკვეთილი არის დურაჯის (Francolinus francolinus) ერთ-ერთი უკანასკნელი საბუდარი და გამოსაზამთრებელი ტერიტორია საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ გვხვდება ამ იშვიათი სახეობის მცირე, ფრაგმენტული პოპულაცია. აღკვეთილის ტერიტორიას გამოსაზამთრებლად იყენებენ სარსარაკის (Tetrax tetrax) მოზამთრე გუნდები.

დიდი ზომის მტაცებელი ცხოველებიდან, ჭაჭუნას ჭალებს თავშესაფრად იყენებს: მგელი (Canis lupus), ტურა (Canis aureus), ფოცხვერი (Lynx lynx), ლელიანის კატა (Felis chaus). ზამთრის პერიოდში ხშირად ფიქსირდება დათვის (Ursus arctos) კვალი. ჭალებში ასევე გვხვდება – მელა (Vulpes vulpes), მაჩვი (Meles meles), მაჩვზღარბა (Hystrix indica) და ენოტი (Procyon lotor).

ჭაჭუნას აღკვეთილს გააჩნია უმნიშვნელოვანესი კონსერვაციული ღირებულება საქართველოს ტერიტორიაზე გავაზისა და წითელთავა შავარდნის სიცოცხლისუნარიანი, მცირე ზომის პოპულაციების შესანარჩუნებლად, რადგან წარმოადგენს აღნიშნული სახეობებისთვის ხელსაყრელ საბუდარ ტერიტორიას. აღკვეთილი ასევე გახლავთ მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია, სადაც შესაძლოა დაფიქსირდეს მეზობელი ქვეყნიდან, კავკასიის რეგიონის უიშვიათესი მტაცებელი ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ფაქტები. ეს ცხოველებია – ზოლიანი აფთარი (Hyaena hyaena) და ჯიქი (Panthera pardus saxicolor).

ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, აღკვეთილში სამონადირეო მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემა, ერთიანი პრაქტიკა სახეობების რაოდენობასა და პოპულაციების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამასთან, საკმარისი რესურსი ტერიტორიის მკაცრი კონტროლისათვის, საფრთხის შემქმნელი აღმოჩნდება აღკვეთილებისთვის, სადაც სამონადირეო მეურნეობები შექმნილი არ არის.

ამასთან, კოდექსის მე-13 მუხლში დაგეგმილმა ცვლილებებმა, ტყის სტატუსის შეწყვეტას, ტყის სტატუსის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შესაძლოა სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოშვას. კერძოდ, ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იწყებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიცპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა დასკვნას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობის შემუშავების უფლებამოსილობა კი, შესაძლოა ჰქონოდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, რისთვისაც სავალდებულო იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნის არსებობა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, ასევე საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებს, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, უნდა ხდებოდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც მოიცავს მაღალ ჩართულობას, საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას და სხვადასხვა სტანდარტის დადგენას, რაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პროცესის წარმართვისათვის.

ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატეს ინტერესს ემატება საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა, რაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს გარემოსდაცვითი ინტერესებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი, გარემოებების გათვალისწინებით, ვშიშობთ,  დაგეგმილი ცვლილებები არათუ ცვლის სატყეო რეფორმის მთავარ მიმართულებასა და პრინციპულ საკითხებს, მეტიც, ვფიქრობთ, ეს ყოველივე უარყოფითად აისახება ტყის მდგრადი მართვის, სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვაზე.

[1] ტექნიკური რეგლამენტი – ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტში ვხვდებით არასწორ ჩანაწერს, რომ ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობა არ არსებობს.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.