ტყე სხვადასხვა იარუსებისგან შედგება. იარუსები ქმნიან ჰაბიტატების მოზაიკას, რიტაც საშუალებას აძლევენ ველური ბუნების წარმომადგენლებს სხვადასხვა ჰაბიტატში დასახლდნენ. სხვადასხვა სახეობები ტყის სხვადასხვა სტრუქტურულ ასპექტებს თავიანთი უნიკალური თავისებურებების შესაბამისად იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხეები წარმოადგენენ მცენარეულობის დომინანტურ ფორმას, ტყე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ხეების ჯგუფი.
ჩამოყალიბებული ტყე ხშირ შემთხვევაში შედგება რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ვერტიკალური იარუსისგან.
ტყის საფენი: ტყის საფენი შედგება ლპობადი ფოთლებისგან, ყლორტებისგან, წაქცეული ხეებისგან, ცხოველთა ექსკრემენტებისგან, ხავსებისა და სხვა ნარჩენებისგან. ტყის საფენი არის ადგილი, სადაც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების გადამუშავება. სოკოები, მწერები, ბაქტერიები და ჭიაყელები, მრავალ სხვა ორგანიზმებთან ერთად, შლიან ნარჩენებს და ამზადებენ მათ ტყის სისტემების მიერ ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავებისთვის.

ტყე – უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ხეები
ბალახოვანი იარუსი: ტყის ბალახოვან იარუსში დომინირებენ ბალახოვანი (ანუ რბილღეროიანი) მცენარეები – როგორიცაა ბალახები, გვიმრები, ველური ყვავილები და სხვა დაბალი მცენარეები. ბალახოვანი იარუსის მცენარეებს ხშირ შემთხვევაში მიეწოდებათ შეზღუდული რაოდენობის სინათლე. ამიტომაც სქელ ჩარდახიან ტყეებში ბალახოვან იარუსში ჩრდილის მიმართ ტოლერანტული მცენარეები ჭარბობენ.
ბუჩქოვანი იარუსი: ბუჩქოვანი იარუსი ხასიათდება მერქნიანი მცენარეულობით, რომლებიც იზრდებიან მიწის ზედაპირიდან შედარებით დაბალ სიმაღლეზე.
ბუჩქები და ხვიარა მცენარეები გვხვდებიან ისეთ ადგილებში, სადაც ხეთა ჩარდახებიდან საკმარისი რაოდენობის სინათლე აღწევს მიწის ზედაპირამდე.
ტყის ქვედა იარუსი: ეს იარუსი შედგება ახალგაზრდა და დაბალი ხეებისგან, რომელთა სიმაღლე ტყის ძირითად ჩარდახში შემავალი ხეების სიმაღლეზე ნაკლებია. ქვედა იარუსის ხეები მრავალი ცხოველის თავშესაფარია. როდესაც ტყის ჩარდახში სიცარიელე ჩნდება, მათი შევსება ხშირ შემთხვევებში ხდება ქვედა იარუსის ხეებით.
ტყის ჩარდახი: ტყის ჩარდახი არის იარუსი, სადაც ხეების გვარჯები ერთიანდებიან და ქმნიან ერთიან სქელ შრეს.
ძალიან მაღალი ხეების იარუსი: ამ იარუსის ხეების გავრჯები სიმაღლეში აღემატებიან ტყის ჩარდახს.
ტყეები ხასიათდებიან მუდმივი ცვალებადობით და ეტაპობრივი განვითარებით, რა დროსაც ადგილი აქვს ტყეში სახეობრივი შემადგენლობის ცვლილებას. მიუხედავად ჩვენი პლანეტის ტყეების მრავალფეროვნებისა, არსებობს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რაც ყველა მათგანისთვის საერთოა.
საგანმანათლებლო მოდული „ტყის იარუსები“ მოიცავს სავარჯიშოებს და თამაშებს, რაც დაგეხმარებათ სწავლის პროცესში.
რა რაოდენობის ჟანგბადს გამოიმუშავებს 100 წლის წიფელი 1 საათში?
ხეები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი მწვანე მცენარე, ნახშირორჟანგისა და წყლის ორგანულ ნაერთებად გადამუშავების პროცესში იყენებენ მზის შუქს, როგორც ენერგიის წყაროს. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ზრდისთვის და ენერგიის გამომუშავებისთვის. ამ პროცესის შედეგად, რომელსაც ფოტოსინთეზი ეწოდება, გამოიყოფა ჟანგბადი.
აირების გაცვლა ხდება ფოთლებში არსებული პაწაწინა ღიობების მეშვეობით. ხე შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.
100 წლის წიფელს დაახლოებით 600 000 ფოთოლი გააჩნია. მათი გვერდიგვერდ დალაგების შემთხვევაში, დაიფარებოდა დაახლოებით 1200 მ2 ფართობი, რაც გამოიმუშავებს საათში 1700 გ ჟანგბადს.