“საბუკო” ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვაზე, კონსერვაციასა და აღდგენაზე.
ჩვენ ვართ BirdLife-ის ადგილობრივი პარტნიორი.
2020 წლიდან, საბუკო ახორციელებს პროექტს – შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი – https://bsbecomonitoring.net/
პროექტში მონაწილეობს 4 ქვეყანა: ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო და სომხეთი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები, თბილისსა და ფოთში, პროექტში ჩართული მხარეებისთვის.
საბუკო აცხადებს ტენდერს მენეჯერთა და მკვლევართა გუნდების სამუშაო შეხვედრების ორგანიზების სერვისის უზრუნველსაყოფად.
პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლის თარიღებია: 07.08. 2022; წასვლა – 11.08.2022
შეხვედრების თარიღებია:
8.08.2022 – შეხვედრა თბილისში
9.08.2022 – შეხვედრა თბილისში
10.08.2022 – სამუშაო ვიზიტი ფოთში
თბილისში 8-9 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრებისთვის გვესაჭიროება:
- საკონფერენციო სივრცე;
- გახმოვანების სისტემა მიკროფონებით, თარჯიმნის ჯიხურითა და ყურსასმენებით, საპრეზენტაციო მოწყობილობები;
- საკანცელარიო ნივთები;
- შეხვედრების უზრუნველყოფა კვებით: დილის ყავა; ყავის შესვენება; სადილი.
ტრანსპორტირება:
- შეხვედრის 21 მონაწილის ტრანსპორტირება აეროპორტიდან თბილისის სასტუმრომდე (ჩამოფრენის დროები იქნება განსხვავებული);
- მონაწილეების ტრანსპორტირება სასტუმროდან საკონფერენციო სივრცემდე;
- მონაწილეების ტრანსპორტირება საკონფერენციო სივრციდან ფოთამდე მინიმუმ 5 მინივენით ან 3 მიკროავტობუსით, გამართული გაგრილების სისტემით.
ფოთის სამუშაო ვიზიტისთვის:
- საკონფერენციო სივრცე;
- გახმოვანების სისტემა მიკროფონებით, თარჯიმნის ჯიხურითა და ყურსასმენებით, საპრეზენტაციო მოწყობილობები;
- მონაწილეების კვებით უზრუნველყოფა (დილის ყავა; ყავის შესვენება; სადილი);
- მონაწილეების გადაადგილების უზრუნველყოფა კოლხეთის ეროვნულ პარკში (პალიასტომის ტბა; ფიჩორი).
სხვა სახის მომსახურება:
- თარჯიმნის მომსახურება;
- თარჯიმნის მომსახურება 10 აგვისტოს ფოთის სამუშაო ვიზიტისთვის;
- ფოტოგრაფის მომსახურება სამივე დღისთვის;
- პრომო მასალების მომზადების და ბეჭდვის უზრუნველყოფა.
წინადადებების მიღების დაწყება: 22/06/2022 18:00
წინადადებების მიღების დასრულება: 7/07/2022 18:00
* ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
- პორტფოლიო;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ: დღგ-ს გარეშე ლარში (ინვოისი დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ოფიციალური ბეჭდით).
მაქსიმალური ღირებულება: არ არის მითითებული – შესაბამისად, დეტალებისთვის და კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ: albina.mamedova@sabuko.org ან დარეკეთ 558 043 404.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
სატენდერო წინადადება დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს მითითებულს ელექტრონულ მისამართზე.
იხილეთ ამ განცხადების ტექსტი ინგლისურ ენაზე.