შეხვედრა კოლხეთის ეროვნულ პარკში

23.04.2021

გარემოს დაცვის სფეროში პროექტების წარმატებული განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა ურთიერთთანამშრომლობა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. პროექტის განხორციელებისა და მდგრადობის მიღწევაში დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ საბუკოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მრავალწლიანი პარტნიორობა , რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საფუძველი გახდა. საბუკო აქტიურად თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სამინისტროსთან სახეობების კონსერვაციის, მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვისა და ლანდშაფტების აღდგენის მიმართულებით. წარმატებული თანამშრომლობის შედეგი კი არაერთი მიმდინარე და განხორციელებული პროეტია.

2021 წლის აპრილში,  საბუკომ კოლხეთის ეროვნულ პარკში შეხვედრა გამართა.  კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთია იმ დაცულ ტერიტორიებს შორის, სადაც განხორციელდება პროექტით – “შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს ერთობლივი მონიტორინგის დანრგვა” – დაგეგმილი აქტივობები. პროექტის მიზანია, შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაცული ტერიტორიებზე ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი მონიტორინგის მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზარდა.

კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე მკვლევარებმა, ექსპერტებმა და საბუკოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის მიზნები, კვლევის მეთოდოლოგია, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული პარკის 15-მდე რეინჯერმა, ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და დირექტორმა.

თავად პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გაცნობითი შეხვედრა, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube