2019 წლის სექტემბრიდან, საბუკო ჩართულია სს „კავკასიის ქარის კომპანიის“ მიერ კასპის ქარის ელექტროსადგურის (54მგვტ) მშენებლობის პროექტის ადვოკატირების პროცესში.
სკოპინგის ეტაპზე, სკოპინგის ანგარიშის პრობლემურ საკითხებზე, საბუკოს მოსაზრებების ძირითადი ნაწილი – ალტერნატივების განხილვასთან, ტერიტორიის მნიშვნელობასთან, ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების განხილვასთან დაკავშირებით, გაიზიარა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თუმცა კომპანიას შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება მისცა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მომზადება დაავალა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გზშ ანგარიშიც არ პასუხობს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვანი ხარვეზებით არის მომზადებული.
უფრო დაწვრილებით, შეგიძლიათ დოკუმენტს