“სასტუმრო“ სასარგებლო მწერებისთვის

“მწერების სასტუმრო“ კონსტრუქციაა, რომელიც მწერებისათვის ხელოვნურ, მაგრამ ბუნებრივთან მიახლოებულ, საბინადრო გარემოს შემქნას გულისხმობს. ისინი ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებენ დაკარგულ ჰაბიტატს, რაც გამოწვეულია სამოსახლო ტერიტორიების გაფართოებით და ურბანიზაციით. მწერების სასტუმროს განყოფილებები რეალურად შედგება იმ მასალისაგან, სადაც მწერები ჩვეულებრივ აფარებენ თავს. მაგალითად, თუ შექმნით განყოფილებას, რომელიც შედგება პატარა ხვრელებისაგან, შეგიძლიათ გაიგოთ, დასახლდა თუ არა იქ მწერი. იმ პატარა ხვრელების შესასვლელები, სადაც მწერებმა ბინადრობა დაიწყეს, დახურული დაგხვდებათ.

თუმცა, ამ პატარა არსებებს საკვებიც ესაჭიროებათ. თქვენი აშენებული „სასტუმრო“ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ მას საკვების წყაროსთან ახლოს მოათავსებთ. ეს შეიძლება იყოს ხილის ხე, ბოსტანი ან ყვავილების ბაღი.

მწერები მცენარეების დამტვერვისათის აუცილებელი არიან. თუ მათი რიცხვის კლება ასეთი ტემპით გაგრძელდა, ადამიანები საკვების მხრივ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

მწერების რიცხვის კლება პრობლემაა ფრინველებისა და ღამურებისთვისაც. პატარა ზომის ფრინველების ბევრი სახეობა დამოკიდებულია მათზე, როგორც მთავარ საკვებზე.

„მწერების სასტუმრო“ და ყვავილების ბაღი, ეზოში თუ აივანზე, ერთადერთია, რაც შეიძლება მათთვის გააკეთოთ. მთავარი პრობლემა მიწათმოქმედებაა. მონოკლუტურა და პესტიციდები მათ არსებობის ყველანაირ შანსს ართმევენ. პესტიციდები კი ანადგურებენ არა მხოლოდ ნათესებისათვის მავნე, არამედ – სასარგებლო სახეობებსაც.

მოიზიდე სასარგებლო მწერები შენს ბაღში

მწერები ბაღის განუყოფელი ნაწილი არიან. ზოგიერთი სასარგებლო სახეობა მავნებლების გაკონტროლებასაც უწყობს ხელს. ისინი დეკორატიული თუ საკვები მცენარეების დამტვერვისათვისაც აუცილებელი არიან.

მწერების ბაღში მოზიდვით და საბინადრო გარემოს შექმნით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მათ გამრავლებას.

პოლინატორი მწერების ბევრი სახეობა მარტოულად მცხოვრებია. მაგალითად პეპლები, ღამის პეპლები, ჭიამაიები და ფუტკრების ზოგიერთი სახეობა. ისინი არ ცხოვრობენ კოლონიებად და ესაჭიროებათ თბილი, მშრალი ადგილი ბუდის ასაშენებლად თუ ზამთრის ჰიბერნაციისათვის.

„მწერების სასტუმრო“ მრავალგვარი ფორმისა და ზომის შეიძლება იყოს, ისევე, როგორც თავად ბაღები.  მწერების სახლი შეიძლება შეიძინოთ მზა ან გააკეთოთ საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით. შეგიძლიათ  გამოიყენოთ მეორადი ნივთებიც.

ხშირ შემთხვევაში, ისინი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად იქცევიან ხოლმე. ბაღსაც ალამაზებენ და მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრიათ.

იმისათვის, რომ თქვენი აშენებული სახლი წარმატებული იყოს, სწორად უნდა შეარჩიოთ მისი პოზიცია. მოათავსეთ ის ბაღისა თუ ბოსტნის დაცულ ადგილას, პირდაპირი ქარისაგან მოშორებით.

მწერების უმეტესობა ოდნავ ნესტიან გარემოს ამჯობინებს, თუმცა ფუტკრებს რაც შეიძლება მზიანი ადგილი ესაჭიროებათ, ცივ დღეებში გარეთ გამოსვლა რომ შეძლონ.

თქვენი „სასტუმრო“ უფრო წარმატებული იქნება, თუ მას მწერების „ცხელ წერტილში“ მოათავსებთ: ბუჩქთან, გუბურასთან, ნექტარით მდიდარი ყვავილების შორიახლოს…

გარდა იმისა, რომ მებაღეებს ეხმარებიან, მწერებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ კვებით ჯაჭვში.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube