საქართველოში კვერნაკის ქედი ფასკუნჯისთვის მნიშნელოვან საბუდარ ადგილს წარმოადგენს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ადგილს “ზურმუხტის ქსელის” და ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სწორედ კვერნაკის ქედზე დაგეგმილია 2 ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა (მინიმუმ 27 ქარის ტურბინის განთავსება), რაც საფრთხეს წარმოადგენს იქ გავრცელებული სახეობებისთვის.
2019 წლის სექტემბრიდან, საბუკო ჩართულია პროექტის ადვოკატირების პროცესში https://bit.ly/3gx2txX