საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და სკოლებთან თანამშრომლობა საერთაშორისო თარიღის აღნიშვნით დაიწყო. ამის შემდეგ, საბუკო კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენის ყოველთვიური სტუმარი გახდა. პატარებს საშუალება ჰქონდათ, კოლექციის დათვალიერებასთან ერთად სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო თამაშებსა და აქტივობებში ჩართულიყვნენ.
სამწუხაროდ, პანდემიის გამწვავებასთან ერთად, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, მუზეუმები კი – დაიხურა. თუმცა, მუზეუმების გახსნასთან ერთად, საბუკო ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ღონისძიებების დახურულ სივრცეში გამართვისაგან.
ვიმედოვნებთ, მალე გვექნება ამ ყველასათვის საყვარელი და საინტერესო პროგრამის განახლების შესაძლებლობა.