საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

2019 წელს საბუკო აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან „ურბანული ბიომრავალფეროვნების“ პროექტის ფარგლებში.

ამჟამად ვთანამშრომლობთ ბაღის განათლების მიმართულების გუნდთან.

2020 წლის შემოდგომაზე საბუკომ დაიწყო კურსი მოზარდებისათვის – „ფრინველებზე დაკვირვება დამწყებთათვის“. ბოტანიკური ბაღის პავილიონში მოეწყო ღია ცის ქვეშა საკლასო ოთახი, სადაც კვირაში ერთხელ კურსის მონაწილეები პრაქტიკასა და თეორიულ ცოდნას ერთმანეთს უთავსებდნენ.

ამავე წელს საბუკო ბოტანიკური ბაღის განათლების დეპარტამენტის მიერ შექმნილ პროგრამასაც შეუერთდა. პროგრამის ფარგლებში მოზარდები სწავლობდნენ ლაშქრობის წესებს. ლაშქრობის პარალელურად მეცადინეობდნენ ბოტანიკაში, ფრინველებზე დაკვირებასა და კლდეზე ცოცვაში.

გაზაფხულზე ჩვენი პროექტის – „იარე და წაიკითხეს“  ერთ-ერთი წიგნის ინსტალაციაც ბოტანიკურ ბაღში განთავსდა.

2020 წლის გაზაფხულიდან, მარტის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე, საბუკო რეგულარულად აწყობს ფრინველებზე დასაკვირვებელ საფეხმავლო ტურებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ტურებით ყველა ასაკის ადამიანი ინტერესდება, თუმცა განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახებს იზიდავს.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube