სამაგიდო თამაში ივრის ჭალაში

ივრის ჭალის ტერიტორიაზე ნიადაგი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია, რისი ერთ-ერთი მიზეზი ბევრი ცხვარი და მათი ჭარბი ძოვებაა.

ზიანის შესამცირებლად, საბუკო არაერთ გზას მიმართავს, ხოლო ფერმერების, მეცხვარეებისა და მიწის მფლობელების ჩართულობა და მხარდაჭერა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. მათთვის პრობლემებისა და გამოსავლების უკეთ საჩვენებლად, სხვა, სტანდარტულ მეთოდებთან ერთად, სახალისო ხერხებსაც მივმართავთ.

სწორედ ასეთია საბუკოს მიერ შექმნილი სამაგიდო თამაში ივრის ჭალაში. ამ თამაშში მეცხვარემ თავისი ფარა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს. მოთამაშეს, ივრის ჭალების მიმდებარედ, ჭაჭუნას აღკვეთილში, გზად უამრავი დაბრკოლება შეხვდება, რომლის მოსაფიქრებლადაც შთაგონება ბუნებიდან ავიღეთ.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube