საბუკოს წერილი შალვა პაპუაშვილს, უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის შესახებ

07.03.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

შალვა პაპუაშვილს

ბატონო შალვა,

ა(ა)იპ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო“ თითქმის ათი წელია, რაც გარემოს დაცვის მიმართულებით საქმიანობს. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვა ის სფეროა, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაზე დგას. წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო თუ კერძო ფონდების ნდობა, მათი მხარდაჭერით კი ქვეყნისთვის არაერთი საჭირო პროექტი განხორციელდა. როგორც ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციების, ასევე ჩვენი ფინანსები   საქართველოს  ბუნების დაცვას, სამეცნიერო მონაცემების შექმნასა და დახვეწას,  სახეობების გადარჩენას, ლანდშაფტის აღდგენას, დაცული ტერიტორიის მდგომარეობის გაუმჯობესებასა, თუ საზოგადოებრივი ცნობიერების და პასუხისმგებლობის ამაღლებას მოხმარდა. ჩვენი საქმიანობა სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ფერმერებისთვის, მათი ოჯახებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

სამ წელზე მეტია, რაც ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგებით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს და საუკეთესო მაგალითად სახელდება „ლანდშაფტის აღდგენის პროგრამაში“, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენი საქმიანობის წარმატებაში  საჯარო უწყებებთან მეგობრობასა და  და თანამშრომლობას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა და მომავალშიც იმედს ვიტოვებთ, რომ დავრჩებით თანასწორ, საერთო მიზნისკენ მავალ პარტნიორებად და არ გავიზიარებთ ისეთი ქვეყნების ბედს, სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები მტრულ, საშიშ ძალად არის გამოცხადებული.

სულ რაღაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ასეთი გამოცდილება რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მათ შორისაა რუსეთი და ბელორუსი, სადაც სამოქალაქო სექტორი თითქმის აღარ არსებობს. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი გარემოსდაცვითი, კონსერვაციული ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებას მოყვა მათი საქმიანობის შეზღუდვა, დაპატიმრებები და დევნა, ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი კი, ქვეყნიდან წავიდა.

საბუკო ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა სახელმწიფოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ მუდამ ვცდილობდით დაგვეცვა ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ ეცხოვრობათ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში; ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით მომხდარიყო გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა, ჰქონოდათ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უკეთესი შესაძლებლობა.

ჩვენ და სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციიებიც ხშირად სახელმწიფოს ვეხმარებოდით სწორედ იმ დროს და იმ ნაწილში, სადაც მათ მეტად სჭირდებოდათ ეს, იქნებოდა დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა დახმარება თუ სხვა.

ამდენი წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, მათ შორის არა მხოლოდ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულებისთვის, არამედ ნებაყოფლებით, ყოველწლიური ანგარიშების წარდგენით.

დღეს, მდგომარეობა როგორც არასდროს, საგანგაშოა, ინიცირებული კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საფრთხეს უქმნის მომავალს და შეაფერხებს ჩვენ საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვისათვის.

კანონპროექტების არსში ვხედავთ საგანგაშო ნიშნებს, რომ რეგულაციები გამოყენებული იყოს თავისუფალი სიტყვის და საქმის წინააღმდეგ.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, უარი თქვათ ამ კანონპროექტების მიღებაზე, რაც მარწუხებში მოაქცევს სხვადასხვა ორგანიზაციებს, თუ ადამიანებს, ამის ეფექტი კი დამღუპველი იქნება. კანონპროექტების მიღების შემთხვევაში, ჩვენ ვეღარ შევძლებთ დავიცვათ სახეობები, რომლებიც თავისუფლები არიან და ბუნება რომელსაც საზღვრები არ აქვს, რადგან ჩვენი არჩევანი პრინციპულია და მომავალი მხოლოდ ადამიანების თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ღირებულებებზე დგას. ჩვენი ადგილი ევროპაშია!

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube