საბუკოს პოზიცია სს „კავკასიის ქარის კომპანიის“ კასპის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე – 29.12.2020

2019 წლის სექტემბრიდან “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო” წარმართავს ადვოკატირების პროცესს, კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. 2019 წლიდან – დღემდე არაერთხელ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის არასრულყოფილად შესრულების გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე კომპანიამ ვერ უზრუნველყო, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე საბუკოს მიერ დასმულ პრობლემატურ საკითხებზე არგუმენტირებული და შესაბამისი პასუხის გაცემა. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, 2020 წლის 17 დეკემბერს ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მესამედ შეჩერება

საბუკო კვლავ აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად ის საკითხები, რომლებზეც ჩვენმა ორგანიზაციამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა არ გამოსწორებულა – კომპანიის მიერ წარმოდგენილი პასუხები არ მოიცავს ადგილზე ჩატარებულ ახალ, სარწმუნო კვლევებს და მხოლოდ თეორიულ მასალებს ეფუძნება. კომპანია სათანადოდ ვერ პასუხობს ნაკლოვანებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. ესენია:

• ალტერნატივების განხილვა;
• ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება;
• ქარის სადგურების (სს „კავკასიის ქარის კომპანიის“ და შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“) მოსალოდნელი კუმულაციური  ზემოქმედება;

იხილეთ საბუკოს მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულად

მოსალოდნელი ზემოქმედების რისკი

ქარის ელ.სადგურის ზემოქმედების ტიპი და მასშტაბი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახეობებზე, მათ ეკოლოგიასა და კონსერვაციულ მდგომარეობაზე; ასევე ქარის ელექტროსადგურის გეგმის ან პროექტის ადგილმდებარეობაზე, ზომასა და დიზაინზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი შესწავლილი იყოს ცალკეული შემთხვევების საფუძველზე. თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობის შემდეგ თვალსაჩინო ხდება ის ძირითადი რისკები და საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია ქარის ტურბინების მიერ სახეობებზე მოსალოდნელ ზემოქმედებასთან. ქარის ელ.სადგურის ფრინველებზე მოსალოდნელი ზეგავლენა დაკავშირებულია სხადასხვა მწვავე საფრთხესთან.

ქარის ელ. სადგურებისგან გამოწვეული ფრინველების სიკვდილიანობა განპირობებულია – ტურბინების როტორის ფრთებზე, კოშკებზე, გონდოლებზე და მათთან დაკავშირებულ ელექტროსადგურებსა და მეტეოროლოგიურ ანძებზე შეჯახებით. ასევე არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ფრინველები როტორის ფრთების მოძრაობისაგან წარმოქნილი ტურბულენტობის შედეგადაც იხოცებიან (Winkelman 1992a; Drewitt & Langston 2008)

შეჯახების რისკი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროექტის ადგილმდებარეობაზე, აგრეთვე ამინდსა და ხილვადობის ფაქტორებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მტაცებლების შეჯახების სიხშირეზე, არის ტოპოგრაფია, კერძოდ, ქედებისა და ფერდობების არსებობა. შესაბამისად, ასეთ ტერიტორიებზე განთავსებული ქარის სადგურები დამატებით რისკს ქმნის ფრინველთათვის (Barrios & Rodriguez 2004; Smallwood & Thelander 2004; Drewitt & Langston 2008).

ფრინველთა ცალკეული სახეობები ან ჯგუფები განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი ქარის ტურბინების შეჯახებისკენ, მათ შორის, მტაცებლები (Thelander & Rugge 2000; Erickson et al. 2001; Langston & Pullan 2003; Stewart et al. 2004).

ისეთი სახეობები, რომელთა სიცოცხლის ხანგძლივობა დიდია (long-lived raptors), გამოირჩევიან დაბალი რეპროდუქციული მაჩვენებლით, წარმოადგნენ იშვიათ სახეობებს ან მოწყვლადი კონსერვაციული სტატუსის ქვეშ იმყოფებიან, ქარის სადგურებისგან გამოწვეული ზემოქმედების გამო, მათ პოპულაციებს გრძელვადიან პერსპექტივაში გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. დღემდე შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც მდებარეობენ ველური ბუნებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიღმა, გამოირჩევიან შედარებით დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

ქარის სადგურების მიერ გამოწვეული ზემოქმედებებისგან განსაკუთრებით მაღალია იმ სახეობების გადაშენების რისკი, რომლებიც მომწიფების ასაკს აღწევენ გვიან, აქვთ ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, გამოირჩევიან სხეულის დიდი ზომებითა და გამრავლების ნელი ტემპებით (Owens and Bennett, 2000). ასევე, სახეობებს, რომელთაც სუსტი მანევრირება ახასიათებთ, უფრო მოწყვლადი არიან ქარის ტურბინებთან შეჯახებასთან. ამგვარი სახეობების ერთი ინდივიდის სიკვდილიც კი, მათი დემოგრაფიული მაჩვენებლის გათვალისწინებით უფრო მეტად დაუცველად აქცევს მათ (Percival 2005)

ფრინველთა შეწუხება და ჰაბიტატის დეგრადაცია

ფასკუნჯები წარმოადგენენ საშუალო ზომის, კლდეზე მობუდარ, მიგრანტ მტაცებელ სახეობას, რომელიც გამრავლების პერიოდში უბრუნდება იმ ტერიტორიას სადაც ბინადრობდა. ისინი ერთგულები რჩებიან იმ ადგილისა, სადაც ბუდობდნენ და მრავლდებოდნენ წინა წლებში, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ინდივიდი კვდება, მის ადგილს სხვა ინდივიდი იკავებს. ქარის სადგურის მშენებლობამ საბინადრო ადგილი შესაძლოა დააკარგინოს არა მხოლოდ არსებულ წყვილებს, არამედ პოტენციურ წყვილებსაც, ამიტომ, წლიდან-წლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ჰაბიტატების დაცვა, სადაც ფასკუნჯები ფიქსრიდებიან.

ვინაიდან, პოპულაციის გამრავლება ხდება ნელა (ფასკუნჯები გამრავლებას იწყებენ 6 წლის ასაკში), გარე ფაქტორები, მათ შორის, ქარის ელექტროსადგურები, ხანგრძლივად მცხოვრები სახეობების გადაშენების ალბათობას უფრო აჩქარებენ (Mateo-Tomás, et al., 2010)

კომპანიის წერილის თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც უნდა დამონტაჟდეს ტურბინები არ გვხვდება ფასკუნჯის მსხვერპლი სახეობები, რის გამოც საპროექტო ტერიტორიაზე ფასკუნჯები იშვიათად შედიან. კომპანიის მიერ წარმოდგენილ ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის თანახმად კი, ფასკუნჯი მრავალჯერ დაფიქსირდა იმ ტერიტორიებზე, სადაც დაგეგმილია ქარის ტურბინების აღმართვა. მიუხედავად იმისა, ფასკუნჯი იკვებება თუ არა საპროექტო ტერიტორიაზე, გზშ-ს თანახმად, ანძების განთავსების ადგილების მახლობლად ფასკუნჯის დაფიქსირება არაერთხელ მოხდა, რაც უკვე მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.

ბუდის ტურბინიდან 2-3 კილომეტრიანი დაშორება არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, ვინაიდან სამეცნიერო კვლევით დასტურდება, რომ ფასკუნჯების სიკვდილიანობის რისკი იზრდება ტურბინასა და ფასკუნჯის ბუდეებს შორის 15 კილომეტრიან რადიუსში . ამგვარად კომპანიის მტკიცება, რომ ფასკუნჯებისთვის 2-3 კმ უსაფრთხო მანძილია, ამასთან ფასკუნჯები არ იკვებებებიან საპროექტო ტერიტორიაზე, რის გამოც მათზე მოსალოდნელი არააა უარყოფითი ზემოქმედება, ვერ ჩაითვლება ვალიდურ არგუმენტად.

ასევე, გარდა დაკავებული ბუდეებისა, სავალდებულოა თავისუფალი ბუდეების გათვალისწინებაც. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული უკვე ზემოაღნიშნული საკითხი, რომ ფასკუნჯები უბრუნდებიან, ან ახალი ინდივიდები იკავებენ უკვე არსებულ საბუდარებს. ამგვარად, თავიდან უნდა იქნეს არიდებული ქარის ტურბინების ისეთ ტერიტორიებზე განთავსება, რომლებიც ბუდიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობენ.

ფასკუნჯების გადარჩენის ალბათობა დამოკიდებულია მათ ასაკზე – გადარჩენის შანსები იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, მანამ, სანამ არ ჩამოუყალიბდებათ ზრდასრული ბუმბული და სანამ არ იპოვიან გამრავლებისთვის ტერიტორიას – რომელიც, უკვე შემცირებულია. 6 წლის და ზემოთ ასაკის ფასკუნჯთათვის გადარჩენის შანსი უფრო მაღალია, როგორც მობუდარი და არამობუდარი ინდივიდებისათვის, ამიტომ აუცილებელი იყო კარგად შესწავლილიყო და კვლევაში წარმოდგენილიყო, თუ რა ასაკის ფასკუნჯები ბინადრობენ საპროექტო ტერიტორიაზე და მის მიღმა. რადგანაც ფასკუნჯი მსოფლიოს მასშტაბით არის გადაშენების პირას მყოფი, ამასთანავე წარმოადგენს ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით (ე.წ. ბერნის კონვენცია) დაცულ სახეობას და მასზე სხვადასხვა ფაქტორები ზემოქმედებენ, თითოეული ინდივიდი საჭიროებს დაცვას, განსაკუთრებით, მათი გამრავლების სირთულის გათვალიწინებით.

ამ დრომდე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საფუძველს არ იძლევა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და ზედმიწევნით შეფასდეს მოსალოდნელი ზემოქმედება.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube