საბუკოს მოსაზრებები სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“-ს 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით

 შესავალი

სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“ კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, გეგმავს ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. გამომუშავებული ელ.ენერგიის ქსელში ინტეგრაციის მიზნით კი, გათვალისწინებულია 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.

2021 წლის 11 მარტს დისტანციურად ჩატარდა დაგეგმილი საქმიანობის საჯარო განხილვა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფორმატით ჩატარებული განხილვა ერთის მხრივ, შესაძლებლობას ქმნის გადაადგილების გარეშე მოხდეს საჯარო განხილვაზე დასწრება, მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რაც უკავშირდება დაინტერესებული საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას, რისი ვალდებულებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკისრია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს მიერ არ მოხდა დაინტერესებული საზოგადოებისთვის, პროექტთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გაცნობა.

განხილვას მხოლოდ ესწრებოდნენ კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და არც ერთი ადგილობრივი მოსახლე, მაშინ როდესაც გადამცემი ხაზი კვეთს რამდენიმე სოფელს. ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათი არასათანადოდ ინფორმირებითა და დისტანციურად განხილვაში მონაწილეობის სირთულესთან, რაც ხშირად ინტერნეტთან მოსახლეობის წვდომის სირთულით აიხსნება. ამგვარად, მნიშვნელოვანია, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, კასპის და გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდეს პროექტის საჯარო განხილვა, იქამდე კი, მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ეფექტური ინფორმირება.

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ძირითადი ხარვეზები

საჯარო განხილვისა და პროექტის დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემატური საკითხი. ერთ-ერთი მათგანი, პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის ალტერნატივებს უკავშირდება. დოკუმენტში ვკითხულობთ: „საპროექტო 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ნიგოზა“ წარმოადგენს ქარის ელექტროსადგურის (ნიგოზა, 50 მგვტ) ქსელთან მიერთების ერთადერთ წყაროს“, შესაბამისად ცხადია, რომ გადამცემი ხაზის მოწყობა, ქარის ელ.სადგურის მშენებლობამ განაპირობა.

სკოპინგის ანგარიშში ჩამოთვლილი რამდენიმე ალტერნატივა არ შეიძლება მიღებული იყოს, როგორც დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის ალტერნატივების წარმოდგენად სათანადო დასაბუთებით.

კომპანიის მიერ არ იყო განხილული ქარის სადგურის მშენებლობისათვის კვერნაკის ქედის გარდა სხვა ტერიტორია, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, გადამცემი ხაზი ნიგოზას ქარის სადგურის ნაწილია. ნიგოზას ქარის ელ.სადგურის სკოპინგის ანგარიშში პირდაპირ ეწერა: „საქართველოს ქარის ატლასის მიხედვით, კვერნაკის ქედი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე გამორჩეულია ქარის ენერგიის მაღალი რესურსებით. დღეისათვის საპროექტო ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ქარის მონიტორინგის ორი სადგური. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული ქარის რეჟიმი ხელსაყრელია ელეტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით. გამომდინარე აღნიშნულიდან, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში და შესაბამისად საპროექტო არეალის ალტერნატიული ვარიანტები განხილვას არ ექვემდებარება“. აქედან გამომდინარე, გადამცემი ხაზის მოწყობის დაგეგმვა და ადგილმდებარეობის ალტერნატივების შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდგომ, რაც ნიგოზას ქარის სადგურის განთავსების ადგილმდებარეობის ალტერნატივები იქნება წარმოდგენილი და შერჩეული ალტერნატივის დასაბუთება მოხდება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, მით უფრო, რომ გადამცემი ხაზი დაახლოებით 11 კმ მანძილზე გადაკვეთს კვერნაკის ქედს, რომელიც არის „ზურმუხტის ქსელის“ დამტკიცებული საიტი (Kvernaki – GE0000046), ქარის სადგურის მოწყობა კი სრულად იგეგმება საიტის ფარგლებში.

სრულად

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube