საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა (2022 – 2026 წწ) საკვანძო დოკუმენტია გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში.
გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა შეიძლება ითქვას, რომ სრულად ასახავს გარემოს დაცვის სხვადასხვა სექტორში არსებულ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები წლებია ამახვილებენ ყურადღებას. მნიშვნელოვანია, გაიმართოს თემატური შეხვედრები, დოკუმენტს მიღმა დარჩენილი საკითხების ასახვის მიზნით და ასევე შეფასდეს რამდენად უზრუნველყოფს გაწერილი ამოცანები იმ მიზნების შესრულებას, რასაც პროგრამა ითვალისწინებს.
ამ საკითხზე საბუკომ დეტალური შენიშვნები მოამზადა.