საბუკოს მოსაზრებები რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით

2022 წლის 22 სექტემბერს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განსახილველად გამოქვეყნდა სკოპინგის ანგარიში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, სს „ვინდ ფაუერის“ 210 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის შესახებ.

კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ სს „ვინდ ფაუერსა“ და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა 2021 წლის 10 აგვისტორს, რომლის ფარგლებშიც შეთანხმდა საპროექტო ტერიტორია, მაქსიმუმ 50 ქარის ტურბინის განსათავსებლად. ქარის სადგური, რამდენიმე სოფლის 13000 ჰექტარს მოიცავს, ესენია: რუისი, ბებნისი, საღოლაშენი, ბრეთი, ძლევიჯვარი, საქაშეთი, არაშენდა შორის.

საქართველოში დღეს არსებული პრაქტიკა, რაც გულისხმობს ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებას (გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესამდე) მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება გარემოსდაცვით პრინციპებს. პირველ რიგში, შეუძლებელს ხდის კომპანიის მხრიდან საქმიანობის ადგილმდებარეობის ალტერნატივების შინაარსობრივ განხილვასა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

ალტერანტივების საკითხი

სკოპინგის ანგარიშში პრობლემურია ალტერნატივების განხილვის ნაწილი, რომელიც წინასწარ გაფორმებული მემორანდუმის გათვალისწინებით, წარმოადგენს უბრალო ფორმალობას. დოკუმენტში განხილული არაა ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობისის განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ. ტურბინების განთავსების ალტერნატიული ადგილების განხილვა არ აკმაყოფილებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მერვე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინორმაციას დაგეგმილი სამიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ. საქმიანობას წარმოადგენს მთლიანად ქარის სადგურის მშენებლობა, შესაბამისად, მთლიანად მის მოსაწყობად შერჩეული სხვა ადგილები უნდა იყოს განხილული და არა თითოეული ტურბინის. მით უფრო, რომ ძირითადად მხოლოდ ტექნიკური ალტერნატივებია განხილული, რაც ტურბინების ზომასა თუ ტექნიკურ მახასიათებლებში გამოიხატება. რაც შეეხება ტურბინების განთავსების ალტერნატივებს, ის ძირითადად ტურბინების რამდენიმე მეტრიან გადაადგილებაში, ან გადაჯგუფებაში გამოიხატება, რაც არ ცვლის არსებულ სურათს და წარმოადგენს უბრალო ფორმალობას.

ამასთან, საპროექტო ტერიტორიის შერჩევა არ მოხდა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, როგორც ამასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ: „ზემოთ მოცემული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შერჩეულ იქნა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორია სოფ. რუისის მიდამოებში ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად, როგორც საუკეთესო ხარჯ-სარგებლიანობის მახასიათებლების მქონე ტერიტორია. შესაბამისად კომპანიამ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასთან ტერიტორიის საფუძვლიანი შესწავლის და ქარის ელექტრო სადგურის მშენებლობის მიზნით“.

კვლევების საკითხი

სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების კვლევები, განსაკუთრებით ორნთოლოგიური კვლევა, შესრულებულია არახელსაყრელ პერიოდიში. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ორნითოფაუნის კვლევა შესრულებულია 2021 წლის 6-26 ოქტომბრისა და 2022 წლის 20 იანვრისა და 14 თებერვლის პერიოდში, მაშინ როდესაც ძირითადად, ფრინველების მიგრაცია დასრულებულია და ტერიტორიაზე გვხვდება მხოლოდ მობუდარი სახეობები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად კვლევის პერიოდების სწორად შეირჩეს.

დოკუმენტში დასახელებული სახელმძღვანელოს – „Recommended bird survey methods to inform impact assessment of onshore wind farms“ თანახმად (გვ. 10), კვლევისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საკვლევი სახეობების ქცევის მახასიათებლები და კვლევა უნდა დაიგეგმოს საკვლევი სახეობების აქტივობის პერიოდში, რაც განხორციელებული კვლევისას გათვალისწინებული არ არის.

ასევე, ამავე სახელმძღვანელოს რეკომენდაციას წარმოადგენს ფრინველების სეზონური, სულ მცირე ორწლიანი კვლევა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისთვის უნდა იყოს გათვალისწინებელი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ბექობის არწივისთვის ხელსაყრელ ჰაბიტატს და საბუკოს მკვლევარებს ხსენებული სახეობის ინდივიდი საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არაერთხელ დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შემდგომი კვლევებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ბექობის არწივის მონიტორნგზე.

კუმულაციური ზემოქმედების საკითხი

სკოპინგის ანგარიშში ნახსენებია მხოლოდ დაგეგმილი რუისის ქარის ელექტროსადგურსა და უკვე არსებულ ქართლის ქარის ელეტროსადგურს შორის არსებული შესაძლო კუმულაციური ზემოქმედების საკითხი, რომელიც ასევე მიჩნეულია ნაკლებმნიშვნელოვნად და ფაქტობრივად, კუმულაციური ზემოქმედების არსებობა უარყოფილია. სკოპინგის დოკუმენტის ავტორების თქმით, ქარის ელექტროსადგურები ერთმანეთთან საკმაოდაა დაშორებული და იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია ნაკლებად მნიშვნელოვანია ფრინველებისთვის, ამ ორ სადგურს არ ექნება კუმულაციური ზემოქმედება, თუმცა არ არის მოყვანილი ზემოაღნიშნული მტკიცების გასამყარებელი არგუმენტები და არსებული შეფასება წარმოადგენს მხოლოდ დოკუმენტის ავტორების მოსაზრებას. მიგვაჩნია, რომ სკოპინგის ეტაპზე, არასათანადო კვლევებზე და ზედაპირულ შეფასებებზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს შესაძლო კუმულაციური ზემოქმედების უარყოფა და გარემოზე ზემოქმედების შესაფების ანგარიშის შესრულებისას აუცილებლად ჯეროვნად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა. მათ შორის მნიშვნელოვანია გზშ ეტაპზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასება მოხდეს უკვე არსებულ, ან დაგეგმილ ქარის სადგურებსა (მათ შორის კვერნაკის ქედზე დაგეგმილ ქარის სადგურებსა) და მათ ელექტროგადამცემი ხაზების პროექტებთან დაკავშირებით.

პროექტის საჯარო განხილვა

2022 წლის 11 ოქტომბერს, სოფელ ბრეთში გამართულ საჯარო განხილვაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელზეც კომპანიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. კერძოდ, მნიშვნელოვანია რომ სკოპინგის ეტაპიდანვე დაიწყოს ადგილობრიცი მაცხოვრებლების ინფორმირება, ვინაიდან ქარის სადგურის მშენებლობა ითვალისწინებს მათ საკუთრებაში არსებული მიწების შესყიდვა. აღნიშნული პროცესი მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აისახოს დეტალური ინფორმაცია შესასყიდ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია სოციალურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

შემდეგი საკითხი რომელიც გამოიკვეთა, არის ფრინველების მონიტორინგის საკითხი და შესაბამისად დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება, ან მონიტორინგის შემდგომ გარკვეული შემარბილებელი ღონისძიებების შეცვლა/დამატება, განსაკუთრებით წითელი ნუსხით დაცულ სახეობებთან დაკავშირებით.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube