2020 წლის აპრილიდან საბუკო ჩართულია კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის (ნიგოზა – 50 მგვტ) და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის ადვოკატირების პროცესში.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს არაერთი პრობლემა ახლავს თან. მათ შორის, ორი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემატურს ხდის დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებას. ესენია:
1. პროექტის ადგილმდებარეობის ალტერნატივების განხილვა;
2. ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა: (1) კომპანიის მიერ კვერნაკის ქედის საპროექტო ტერიტორიად შერჩევა განაპირობა ქარის რესურსებმა, ალტერნატივების განხილვა კი არ მოხდა; (2) კომპანიამ ვერ უზრუნველყო ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული, გარემოსდაცვითი კანონმდებლობითა და სკოპინგის დასკვნით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოითხოვდა.
გაეცანით საბუკოს საბუკოს მოსაზრებებს ნიგოზას ქარის სადგურის პროექტთან დაკავშირებით.