საბუკოს მოსაზრებები კასპის ქარის ელ.სადგურის მშენებლობის პროექტზე წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის შესახებ

2020 წლის 7 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სს “კავკასიის ქარის კომპანიის”, კასპის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამინისტრო, პროექტთან დაკავშირებით, მსგავსი სახის გადაწყვეტილებას იღებს და კომპანიის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტაციის ხარვეზებზე მიუთითებს (პირველად პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება 2020 წლის 22 მაისს შეწყდა).

კომპანიის მიერ მეორედ წარმოდგენილი ინფორმაცია, არ შეესაბამება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და კვლავ ვერ პასუხობს სამინისტროს მოთხოვნებს. კერძოდ: (1) კომპანია სამინისტროს პასუხად ისევ მიუთითებს გზშ ანგარიშის თავებზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსთვის ეს ინფორმაცია საკმარისი არაა გადაწყვეტილების მისაღებად; (2) კომპანიას არ ჩაუტარებია დამატებითი კვლევა; სამინისტროს დასმული საკითხების დაზუსტება/წარმოდგენა, არათუ მცირე საველევე კვლევას მოითხოვდა, არამედ – ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის მომზადებას.

გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც პროექტის განხორციელებისათვის მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორებს წარმოადგენს და ჩვენი აზრით, სამინისტროს არ აძლევს შესაძლებლობას გასცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

იხილეთ საბუკოს განცხადება სრულად

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube