„გარემოზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელო საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორისათვის, ტრანსსასაზღვრო საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტით“, მოიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს, თუმცა, არსებობს საკითხები, რომელიც დოკუმენტში არ არის ნახსენები, ან არ ეთმობა სათანადო ყურადღება.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელო მოცულობითია და განკუთვნილია ტექნიკური დახმარებისთვის, თუმცა მასში საკითხები საკმაოდ მოკლედაა განხილული, ამიტომ შესაძლებელია რომ ეფექტურ დამხარე საშუალებას არ წარმოადგენდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ასევე ჰესების პროექტების განხორციელებით დაინტერესებული კომპანიებისა, თუ კონსულტანტებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელეისას, ტრანსასსაზღვრო ზემოქმედების შეფასება ჩატარდეს, თუმცა დღეისათვის, ვინაიდან არ ხდება ამ მიმართულებით რეგულირება, სასურველია, თუ ყურადღება გამახვილდება არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც ჰესების პროექტების დაგეგმვისა, თუ განხორციელების საფეხურზე წარმოიშობა. ამის ერთ-ერთი მიზეზს კი, ჩვენი აზრით, არასწორი მეთოდოლოგია, არასწორად ჩატარებული კვლევები და დაინტერესებული საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირება წარმოადგენს. სახელმძღვანელოში ძირითადი აქცენტები ვფიქრობთ ამ მიმართულებით უნდა დასმულიყო – განხილულიყო საქართველოში არსებული პრაქტიკა ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვა/განხორციელებასთან დაკავშირებით.
დოკუმენტი სასურველია, თუ განხილული იქნება ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების თემა. ვინაიდან, ეს საკმაოდ ზღუდავს კომპანიებისა, თუ საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ, სათანადო ხარისხის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადებას, სადაც განხილული იქნება ადგილმდებარეობის ალტერნატივები, ბიომრავალფეროვნებაზე, სოციალურ გარემოზე ზემოქმედება და მიიღება კანონმდებლობის შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებისა, თუ განუხორციელებლობის შესახებ.
ამასთან, ვინაიდან დღეს ერთ-ერთ მწვავე საკითხს წარმოადგენს მცირე ჰესების მშენებლობა, მნიშვნელოვანია თუ დოკუმენტი მოიცავს მცირე ტიპის ჰესების პროექტების განხორციელებისათვის ტექნიკურ რჩევებსა და მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიას.
იხილეთ დოკუმენტი ვრცლად