„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს. კანონპროექტი, დღეისათვის, არსებული ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კანონპროექტში გათვალისწინებული და ასახულია გარკვეული სახის მოსაზრებები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნა გამოთქმული, თუმცა კვლავ დაზუსტებას მოითხოვს რამდენიმე საკითხი.
პირველ რიგში, 2021 წლის 7 დეკემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებულ ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმით (2014-2020) განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. სტრატეგია საჭიროებს განახლებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ, კანონპროექტში აისახოს სტრატეგიის ახალი მოთხოვნები.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტების მიღების შემდგომ ცვლილებები შევა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში და მის საფუძველზე დარეგულირდება ნადირობასა და თევზჭერასთან დაკავშირებული საკითხები. საინტერესოა, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონის სტატუსი, ვინაიდან, ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის განხილვებზე, აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შემდგომ, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონი ძალას დაკარგავდა.
დეტალურად, მუხლობრივ შენიშვნებს გაეცანით დოკუმენტში.