საბუკოს მოსაზრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს პროექტის შესახებ

ერთი მხრივ, 2018 წლიდან-დღემდე, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსმა“ მნიშვნელოვნად შეცვალა და საერთაშორისო მოთხოვნებთან დაახლოვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტანდარტი, თუმცა, მეორე მხრივ, კოდექსს თან ახლავს გარკვეული სახის ნაკლოვანებები, რაც აფერხებს პროცესის გამართულად წარმართვას.

განსახილველად წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს პროექტი ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს. სახელმძღვანელო, გადაწყვეტილების მიღების დროს, გადაწყვეტილების მიმღებს უნდა ეხმარებოდეს. ამასთან, შესაძლოა გამოიყენებოდეს გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას, დამატებითი ინფორმაციის მიღების და რიგი საკითხების დაზუსტების, კონკრეტიკის საშუალებას იძლეოდეს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: „სკოპინგი ქმედითი და ეფექტიანი გზშ-ის პროცესის საფუძველია. სკოპინგის საშუალებით შესაძლებელია გზშ-ში განსახილველი საკვანძო საკითხების, გამოსაყენებელი შეფასების მეთოდების, გასათვალისწინებელი გონივრული და პრაქტიკული ალტერნატივების და სხვ. გამოვლენა.“ საბუკოს საქმიანობის ფარგლებში არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავის საგანი გახდა ის, თუ რა არის სკოპინგის არსი, სკოპინგის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს თუ არა დაგეგმილი საქმიანობის ალტერნატივა და რას გულისხმობს ის?

სახელმძღვანელო დეტალურად უნდა განმარტავდეს კოდექსის იმ პუნქტებს, რაც ანგარიშების მომზადებას უკავშირდება, რომ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ,  რაც შეიძლება ნაკლებად დარჩეს ინტერპრეტაციისთვის სივრცე. ამის ნაცვლად, კი სახელმძღვანელოში ფაქტობრივად კოდექსი არის გაშინაარსებული, რაც კვლავაც ვერ იქონიებს დადებით გავლენას, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ასევე საზოგადოებისთვის.

როგორც ვკითხულობთ: „თუ გზშ-ის ანგარიში არ აკმაყოფილებს ანგარიშში გასათვალისწინებელი ინფორმაციის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებს ან/და სკოპინგის დასკვნის მოთხოვნებს, სააგენტომ გზშ-ს ანგარიში საქმიანობის განმახორციელებელს უნდა დაუბრუნოს იმის მითითებით, თუ რა ინფორმაციის განახლება არის საჭირო“,  სახელმძღვანელოში განსაკუთრებული სიზუსტით უნდა აღიწეროს, რა შემთხვევაში ხდება სამინისტროს მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და საქმიანობაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება.

გასაჩივრების შესაძლებლობის მიმოხილვის დროს კი, კიდევ ერთხელ განიმარტოს, რომ სკრინინგის გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება შესაძლოა გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოშიც და არა მხოლოდ სასამართლოში, როგორც ეს ახლანდელი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბრძანებებში არსებული მითითებით ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოს გადამუშავება მოხდეს, დღეისათვის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების ანალიზის შემდგომ, მოიცავდეს კონკრეტულ ინფორმაციას, რაც მდგომარეობის გამოსწორების საშუალების საფუძველი გახდება და როგორც საზოგადოებას, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაეხმარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube