საბუკო ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად კახეთის სტეპებში: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა და მომავალ უდაბნოს შორის

SABUKO to Ensure Harmonized Human–Nature Relationship on Kakheti Steppes: Balancing between a Living Landscape or a Future Desert

 ქართული სტეპი, რომელიც  ივრისა და ალაზნის მდინარეების არეალს მოიცავს, პალეარქტიკული, ინდომალაური და აფროტროპიკული ფაუნის უნიკალური ნარევის, მათ შორის ტურების, მგლების და სვავების მასპიძელია. ის ოდესღაც მისტიური კავკასიური ლეოპარდის სახლი იყო. სტეპს ათასწლეულების მანძილზე ნახევრად მომთაბარე მესაქონლეები იყენებდნენ ზამთრის საძოვრებად ათიათასობით ცხვრისთვის, მაგრამ კლიმატის ცვლილება, პირუტყვის ოდენობის ზრდასთან ერთად, ამ მყიფე ჰაბიტატის დეგრადაციას იწვევს.

ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გასაუმჯობესებლად, ორგანიზაცია საბუკო, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, BirdLife_ის ადგილობრივი პარტნიორი ლანდშაფტის აღდგენის პროექტს 2019 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს კემბრიჯის კონსერვაციული ინიციატივის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ შეიმუშავა როტაციული ძოვების სქემა, რის შედეგადაც შესამჩნევად გაუმჯობესდა ადგილზე არსებული ბალახის საფარის მდგომარეობა.

 „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, საბუკო პარტნიორებთან ერთად იწყებს მეორე ფაზას, რომელიც დაეფუძნება Endangered Landscapes Programme_ის მიერ დაფინანსებულ, მდინარე ივრის ჭალების დასრულებული პროექტის  შედეგად მიღწეულ პროგრესს და მოიცავს საძოვრების აღდგენის მასშტაბის გაფართოებას და უწყვეტ მუშაობას  მწყემსებთან, კახეთში ველური ბუნების დერეფნების აღდგენის და ხელახლა დაკავშირების მიზნით.

პირუტყვის გადაჭარბებული ძოვება ზემოქმედებს ბიომრავალფეროვნების შემცირებაზე, ან სრულად გაქრობაზე, ამ სტეპურ ლანდშაფტებში. ადრე, ELP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა ექსპერიმენტული როტაციული ძოვების პრაქტიკა ჭაჭუნას აღკვეთილში, რამაც იმედისმომცემი შედეგები მოგვცა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საძოვრების აღდგენის მასშტაბი გაიზარდა 25000 ჰა-მდე.

პროექტის მიზანია საქართველოს მდინარეებს იორსა და ალაზანს შორის სტეპური და ნახევრად არიდული ლანდშაფტების შენარჩუნება და ევროპაში უნიკალური ველური ბუნების, ეკოსისტემებისა და კულტურული ფასეულობების აღდგენა.

თუმცა, ამ მიზნების განხორციელება რამდენიმე საკითხზეა დამოკიდებული, როგორიცაა – საძოვრების დეგრადაციის შეჩერება, ეკო-დერეფნების დაკავშირება და ბრაკონიერობისა და სხვა სახის ზეწოლის შემცირება ველურ ბუნებაზე.
ხუთი წლის განმავლობაში (2023-2027) პროექტი „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა, ან მომავალ უდაბნოს შორის“ ივრის პლატოზე – ვაშლოვანის ზეგანისთვის სამი დადებითი შედეგის მიღწევას ითვალისწინებს:

  • 500 კმ2 სტეპების მდგრადი ძოვების დანერგვა ველური ბუნების წარმომადგენლებისა და პირუტყვის მიერ და საძოვრების მართვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის უზრუნველსაყოფად;
  • 1000 კმ2 ძირითადი ტერიტორიების და შესაბამისი ჰაბიტატის დერეფნების დაცვა ლანდშაფტის გასწვრივ, ველური ბუნების პოპულაციებში კავშირის უზრუნველსაყოფად;
  • საქართველოში ეკოლოგიურად მდგრადი საძოვრების მართვის მომავლის უზრუნველყოფა ცოდნის წარმატებული გაზიარების, ფინანსური მდგრადობისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაჭუნას აღკვეთილს, რომელსაც დეგრადაციის სერიოზული პრობლემა შეექმნა დაურეგულირებელი ძოვების გამო, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს ჭაჭუნას აღკვეთილს, კოწახურას ქედს, სამუხის ველს და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, მთლიანობაში 25000 ჰა-ს.

საბუკოს მიერ განხორციელებული პროექტის მეორე ფაზის და მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, GEORGIA TODAY გაესაუბრა საბუკოს რამდენიმე წევრს.

თინათინ არველაძე, პოლიტიკის მენეჯერი: „ეს არის პროექტის მეორე ეტაპი. მის პირველ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობდით ჭაჭუნას აღკვეთილში, ხოლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი ძირითადად საძოვრებზე იყო ორიენტირებული. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ როგორც ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე, ასევე მის მიმდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებზე ცხვარი ქაოტურად გადაადგილდებოდა და ოფიციალურ დონეზე არ არსებობდა კანონმდებლობა აღნიშნულის მონიტორინგისთვის. საძოვრებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ძალიან ზოგადი იყო – არ არსებობდა შესაბამისი ნორმატიული აქტები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მენეჯმენტი პროცესის გაკონტროლებას ცდილობდა, თუმცა რესურსები არ იყო საკმარისი. ამ პრობლემის გადასაჭრელად საბუკოს ჯგუფმა ადგილზე მოაწყო ღობე ცხვრის ქაოტური გადაადგილებისა და ძოვების თავიდან ასაცილებლად. საკანონმდებლო ცვლილება 2021 წლის 6 ოქტომბერს მიიღეს. საბუკომ საკანონმდებლო რეგულაციის შემოღებამდე შეიტანა წვლილი აღნიშნულ პროცესში, რადგან მან შეიმუშავა როტაციული ძოვების სქემა. საკანონმდებლო აქტის მიღება საბუკოსთვის მნიშვნელოვანი მიზანი იყო. თუმცა, კანონმდებლობის პრაქტიკაში გატარება დამოკიდებულია ასევე ადგილობრივების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნებაზე, ენთუზიაზმზე და გაწეულ სამუშაოზე. ბიომრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა ასევე თითოეული მწყემსის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია.

 „ახლა, პროექტის ახალი, მეორე ეტაპის დაწყებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გვაქვს საფუძველი მომავალი საქმიანობისთვის და პირველ ეტაპზე დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რა უნდა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ ვაჩვენოთ ადგილობრივ მეცხვარეებს საძოვრების მდგრადი გამოყენების აუცილებლობა. უფრო მეტიც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი ინტერესები და ასევე საჭიროებები დაცული იყოს.

 „წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებაც ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. როგორც ასეთი, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დალის წყალსაცავი და მდინარე იორი არ იყოს აღქმული, როგორც მხოლოდ სარწყავი საშუალება და მეტი აქცენტი გაკეთდეს მათ კონსერვაციაზე.

„ყურადღებას მივაქცევთ ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას. ხშირად ხდება კონფლიქტები მიწის რესურსების გამოყენებასთან და მათი საკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. როგორც ასეთი, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით „მნიშვნელოვანი“ მიწების გამოყენება არ მოხდეს არასწორად“, – აღნიშნა მან.

თინათინმა დასძინა, რომ საბუკო ასევე ყურადღებას გაამახვილებს პროექტის ზონაში მდებარე ზურმუხტის ქსელის უბნებზე და შეიმუშავებს მათი მდგრადი მართვის გეგმებს, გარემოს დაცვასა და ადგილზე ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად.

გერმანელი ექსპერტი მარინუს გებჰარდტი, ბუნებრივი რესურსების მენეჯერი, მიესალმება იმ ფაქტს, რომ პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში საბუკოს გუნდი შეძლებს არა მხოლოდ გააგრძელოს მუშაობა ჭაჭუნას აღკვეთილში, არამედ გააფართოოს საკვლევი ტერიტორია სამუხისა და ვაშლოვანისკენ, რაც  ზამთრის საძოვრების დიდ კომპლექსს წარმოადგენს საქართველოში.

„ზამთრის საძოვრები ის ადგილებია, სადაც ძირითადად ხდება დეგრადაცია, ამიტომ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი კვლევა და საქმიანობა ჭაჭუნაში, სამუხსა და ვაშლოვანში, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ლანდშაფტების პროგრამის წყალობით“, – ამბობს გებჰარდტი. „ახლა ჩვენ მეორე ეტაპზე გადავდივართ, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩვენი მთავარი მიზანია ვიზრუნოთ არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ამ ბუნებაში მცხოვრებ ადამიანებზეც. როგორც ასეთი, ეს პროექტი არის შესაძლებლობა, ადგილობრივი მეცხვარეებისა და მთლიანად მოსახლეობის მიერ მიწის მდგრად გამოყენებას შეუწყოს ხელი.

„კიდევ ერთი რამ, რასაც ნამდვილად ვუწყობთ ხელს, არის სახელმწიფოს მხრიდან მეტი ზრუნვის გამოჩენა ამ საძოვების მიმართ. ჩვენ ვგეგმავთ პლატფორმაში ინტეგრირებულ, საძოვრების დეგრადაციის შესახებ შეტყობინების სისტემის შექმნას, რათა სახელმწიფო ხედავდეს რეალურად რა ვითარებაა საძოვარზე, რაც ასევე უკეთესი საიჯარო ხელშეკრულებების დადებას შეუწყობს ხელს და ა.შ. საბუკო ნამდვილად უწყობს ხელს საძოვრების უკეთ აღქმას. საქართველოში ტყე საკმაოდ ინვენტარიზირებულია, საძოვრები კი არა, შესაბამისად მათ შესახებ ცოდნა ნაკლებია. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ამ ცოდნის გაფართოებას და გაუმჯობესებას“, – განაცხადა მან.

ადგილობრივი კოორდინატორი გიორგი ჩიკორაშვილი აღნიშნავს, რომ საბუკოს დაწყებული პროექტის მეორე ეტაპი მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის ბუნების, ისე გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობებისთვის.

 „პროექტის პირველ ნაწილში საბუკომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია როტაციული ძოვების დანერგვით, რაც ასევე თვალსაჩინო იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის; მათ დაინახეს, რომ მათ გარშემო მწვანე ბალახის საფარი გაუმჯობესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს წარმაოდგენს მათთვის. ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობა ამ პროექტის მთავარი პრინციპია და ჩვენ, საბუკოს გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის სწორად განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ გარემოს და მოსახლეობას“, – აღნიშნა მან.

გარდა ადგილობრივი კოორდინატორის ფუნქციისა, ჩიკორაშვილი კოლეგებთან ერთად ჩართულია საპარლამენტო აგრარულ ჯგუფშიც, რომელიც მუშაობს საძოვრებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ძოვების მეთოდები, სახელმწიფო დონეზე საძოვრების მართვის კანონმდებლობის განსამტკიცებლად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად საძოვრების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის მეორე ფაზაში განათლების როლი გაზრდილია. საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერი გვანცა ბრაგვაძე აღნიშნავს, რომ პროექტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ახალგაზრდული გრანტი, რომლის მიზანია კონსერვაციით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პროგრამით 2027 წლამდე ყოველწლიურად 3-დან 5-მდე პროექტი დაფინანსდება.

„18-დან 25 წლამდე ასაკის ადგილობრივი მკვლევარები და აქტივისტები შეძლებენ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებას და მათ მენტორობას საბუკო გაუწევს. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე იქნება“, – ამბობს ბრაგვაძე. „ჩვენ რამდენიმე სამიზნე ჯგუფი გვყავს. დაგეგმილი აქტივობები მოიცავს კითხვარებს იმის შესაფასებლად, თუ სად გვაქვს ინფორმაციის ნაკლებობა, სამუშაოს და საინფორმაციო შეხვედრებს ფერმერებთან, მწყემსებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. მაგალითად, პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან ჰარმონიზაციის პროცესის ადვოკატირება, რისთვისაც ჩვენ ვიმუშავებთ საბუკოს პოლიტიკის მიმართულების ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ ვორქშოფებზე.

 „გარდა ამისა, კომუნიკაციის გუნდთან ერთად ვცდილობთ ბევრი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი სწორი ინფორმაცია ჭაჭუნას აღკვეთილსა და პროექტზე. ასევე ვამზადებთ საინფორმაციო მასალებს ჭაჭუნაზე, ჭალის ტყეზე და მის ბიომრავალფეროვნებაზე – ბუკლეტებს, პლაკატებს, მასალებს მასწავლებლებისთვის და გიდებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. მაგალითად, პირველ ეტაპზე მოსწავლეებისთვის შეიქმნა სამაგიდო თამაში „თამაში ივრის ჭალაში“, რომელიც ძალიან ინფორმაციული და სახალისოა. მოსწავლეები არა მხოლოდ იღებენ ინფორმაციას საძოვრების, ბიომრავალფეროვნების შესახებ, არამედ აგვარებენ ფერმერების წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს“.

კომუნიკაციების მენეჯერი ლონდა ბერია ირწმუნება, რომ პროექტის ახალ ფაზაში, ისევე როგორც მის პირველ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ადგილობრივ მოსახლეობაზე – ფერმერებზე, მწყემსებზე და მიწის მესაკუთრეებზე იქნება გამახვილებული, რადგან რაც შეიძება მეტი მათგანი უნდა ჩაერთოს საძოვრების და მიწის რესურსების მდგრადი მართვის პროცესში. მისი თქმით, საბუკოს გუნდი აპირებს მნიშვნელოვანი ძალისხმევის გამოჩენას მათთან კომუნიკაციისა და მათთვის გეგმის შესრულების შედეგად გათვალისწინებული სარგებლის გასაცნობიერებლად. ამასთან ერთად, ისინი აპირებენ თავიანთი მოსაზრებების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაზიარებას და აღნიშნული კომუნიკაციის რეალურად განხორციელების უზრუნველყოფას.

 „ჭაჭუნას აღკვეთილი და მისი ბიომრავალფეროვნება, მისი სახეობები, ლანდშაფტი და პრობლემები წლების განმავლობაში მრავალი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცა. ხალხმა დაიწყო მხარდაჭერის გამოხატვა დახმარების შეთავაზებით, საველე გასვლებში მონაწილეობით, სახეობების შესასწავლად საჭირო აღჭურვილობის შეძენისთვის თანხის გაღებით, ჭაჭუნას შესახებ ფილმის ბილეთების შეძენით და სხვა სახის მხარდაჭერით. ახალ ფაზაში შევეცდებით მსგავსი ემოციური კავშირის შექმნას ადამიანებში ახალი ტერიტორიების მიმართ, განსაკუთრებით კოწახურასა და სამუხის შემთხვევაში, აქ გავრცელებული სხვა სახეობების მიმართ.”

 „ახალ ეტაპზე ვეცდებით, რომ პროექტი და მისი შედეგები საერთაშორისო დონეზე გახდეს ცნობადი, რადგან ჩვენთან შემუშავებული გეგმა, თუ ის წარმატებით იმუშავებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისთვის. ასევე, დიდია ინტერესი ცალკეული სახეობების მიმართ, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი სახეობების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ფოცხვერი და ჩვენ ვეცდებით, ამ თემებით სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოვწიოთ წინ“, – გვითხრა ლონდამ.

სტატიის ავტორი: ანა დუმბაძე, Georgia Today

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube