ზაფხული ახლოვდება. სანამ ისვენებთ, თქვენ დაინახავთ ჩიტებს, რომლებიც აგროვებენ საკვებს თავინთი ბარტყებისათვის. წელიწადის ამ დროს, ბაღის ფრინველების უმეტესობა ახალ თაობას მწერებით კვებავს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაღიზიანებენ ირგვლივ მფრინავი მწერები, გაიხსენეთ მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს კვებავენ: არ მოაპკუროთ საწამლავი. თქვენ შეგიძლიათ განირიდოთ არასასურველი მწერები მოსასვენებელი ადგილებიდან, არომატული მცენარეების დათესვით. მათი უმეტესობა ისედაც გამოსადეგია თქვენი სამზარეულოსათვის: პიტნა, რეჰანი, როზმარინი ან ლავანდა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მცენარეებზე შეამჩნიეთ მომცრო მავლებლები, არ ღირს მათი მოწამვლა, რადგან საწამლავის შეპკურებით ზიანს მიაყენებთ არამარტო მათ, არამედ ჭიამაიებსაც და სხვა სასარგებლო მწერებს. ბევრი ფრინველი ჭამს მავნე მწერს, ხოლო თუ მათი რაოდენობა სერიოზულ პრობლემას ქმნის, მოშორება შესაძლებელია სარეცხი საშუალების კონცენტრატით ჩამორეცხვის მეშვეობით.
ფრინველებს ესაჭიროებათ წყალი
ვინაიდან ირგვლივ ბევრი საკვებია, ისმის კითხვა: არის თუ არა წყალი? ჩიტებს სჭირდებათ წყალი დასალევად და დასაბანად. ზაფხულის ცხელ და მშრალ დღეებში რთულია წყლის მოპოვება. გიფიქრიათ თუ არა ოდესმე იმაზე, რომ მუდმივად მიგეწოდებინათ სუფთა წყალი თვენი ბაღის თუ აივნის მეშვეობით?
ყველაზე პატარა ფრინველებსაც კი სჭირდებათ წყლის დალევა მინიმუმ ორჯერ დღეში, რათა შეავსონ დახარჯული სითხის ბალანსი. ბევრი მწერის მჭამელი ჩიტი იღებს წყალს საჭმლისგან, ხოლო ხორბლისმჭამელ ფრინველებს აქვთ მშრალი რაციონი და ისინი საჭიროებენ დამატებით სითხეს. იმ მხარეებში, სადაც მდინარეები და ტბებია, ჩიტებისთვის ხელმისაწვდომია წყალი; გარდა ამისა, მათ შეუძლიათ სითხის მიღება ფოთლებისგან, რომლებზეც წვიმების შედეგად წყალი რჩება. მშრალ რეგიონებში კი ეს რესურსები ჭირს.
გარდა ამისა, ჩიტებს უყვართ აბაზანის მიღება, ფრთების გასუფთავება და უბრალოდ გაგრილება. ფრინველებისათვის სუფთა საბანაო წყლის არსებობა უზრუნველყოფს დაავადებების გავრცელების შემცირებას. ხშირად გაასუფთავეთ მათი აბაზანა და გამოცვალეთ წყალი. წყლის მცენარეების, მკვდარი ფოთლების და ჩიტების ფეკალიების რაოდენობა მალე მატულობს, ამიტომ გულდასმით გაწმინდეთ მათი აბაზანები კვირაში ერთხელ. კარგად მოაშორეთ კიდეებიდან და გვერდებიდან ფოთლები თუ სხვა სახის ჭუჭყი.
ჩიტების აბაზანა შესაძლოა მარტივად გაკეთდეს წყალგაუმტარი თასისგან, გადმობრუნებული სანაგვე ყუთის თავსახურიდან და ა.შ
როგორ გავაკეთოთ იდეალური ჩიტების აბანო?
იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩიტები აბანოთი, რომელიც მათ მოეწონებათ, რამდენიმე ნიუანსია გასათვალისწინებელი:
მას უნდა ჰქონდეს:
არა ღრმა ფერდოები;
სიღრმე, რომელიც არ აღემატება 10სმ-ს;
რაც შეიძლება მეტი სიფართე, მინიმუმ 30 სმ
მოათავსეთ ჩიტების აბანო ისეთ ადგილას, რომ კარგი ხედი იყოს გარშემო და რომ მათ საჭიროებისამებრ ჰონდეთ შესაძლებლობა ხეებს ან ბუჩქებს შეაფარონ თავი. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ კატებს არ აქვთ შესაძლებლობა დაიმალნონ ახლომახლოს.
დააკვირდით, ხომ არ არის აბანოს შიდა ნაწილი ზედმეტად სრიალა, და იმ შემთხვევაში თუ არის, ჩაუყარეთ პატარა ქვები, რათა შეძლონ მყარად დადგომა.
აავსეთ წლით და დააკვირდით! ჩიტები ყველაზე ხშირად ბანაობენ მაშინ, როცა ამინდი ან ძალიან თბილია ან გრილი.