როგორ იკვებებიან ფრინველები?

თამაში ნისკარტებით

იმისათვის, რომ ფრინველების საკვები განასახიეროთ, ბევრი სხვადასხვა  ნივთი შეგიძლიათ შეაგროვთ:

საკვები:

მაკარონი (განასახიერებს მცირე ზომის ცხოველებს), თევზის ფორმის კრეკერები (თევზს), ჟელი-ბონის მატლები (ჭიაყელებს), შოკოლადის ფანტელი  (ჭიანჭველებს), მიწის თხილი, მზესუმზირის მარცვლები,  პატარა ზეფირები (მუხლუხებს), მშრალი შვრიის ფანტელი (მწერებს), ხილის წვენი – ნექტარს. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფანტაზიის  თუ შესაძლებლობის მიხედვით.

ნისკარტები:

სარეცხის სარჭი, კბილის ჩხირი, საწრუპი, საკვები ჩხირები, პლასტმასის პატარა კოვზი, პინცეტი/პატარა მაკრატელი.

ერთი ტიპის „ნისკარტი“ ცალ ხელში დაიჭირეთ, მეორე ხელი კი ზურგს უკან გქონდეთ. ეცადეთ, თითოეული ტიპის საკვები მორიგეობით, 15 წამის განმავლობაში აიღოთ და რაც შეიძლება მეტი.  გახსოვდეთ, რომ ფრინველის გადარჩენა საკვების შეგროვების უნარზეა დამოკიდებული. გაიმეორეთ საკვების აღება ყელა ტიპის ნისკარტით.

რომელი „ნისკარტით“ რომელი საკვების აღება გაგიადვილდათ?

ფრინველების ნისკარტები სწორედ იმ ხელსაწყოებს წააგავს, რომლებით თქვენ გამოიყენეთ. შეგიძლიათ, რომელიმე ხელსაწყო ნამდვილ ნისკარტს მიამსგავსოთ?  რომელი ფრინველისას?

ფრინელის ნისკარტის ფორმა მნიშვნელოვანი ადაპტაციაა, რომელიც სახეობის ჰაბიტატში გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვანაირი ნისკარტი სხვადასხვა საკვების მოპოვებისთვისაა მოსახერხებელი. შემდეგში, როდესაც ფრინველს ნახავთ, დააკვირდით მის ნისკარტს და ეცადეთ გამოიცნოთ რითი იკვებება.

შეხედეთ ფოტოებს და შეადარეთ. რომელ ხელსაწყოს რომელ ნისკარტს ამსგავსებთ? შეგიძლიათ, შესაბამისი  ფრინველები იპოვოთ თქვენს სარკვევში?

დაამზადე ფრინველის საკვებური

მასალა:

• 1 ლიტრიანი ბოთლი, კარგად გარეცხილი და მშრალი;

• დანა;

• 2 ხის კოვზი;

• ჭანჭიკი მომრგვალებული თავით;

• ბაწარი

ინსტრუქცია

• დახატეთ 3-4 სმ ზომის ფიფქი ბოთლის გვერდზე. ძირიდან დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებით.

• ამოაბრუნეთ ბოთლი 90 გრადუსით და დახატეთ კიდევ ერთი ფიფქი ძირიდან 5 სმ-ის დაშორებით.

• 5 სმ-ის ზომის წრე დახატეთ თითოეული ფიფქის მოპირდაპირე მხარეს.

• ზრდასრულს გააჭრევინეთ ფიფქის თითოეული ხაზი; ამოაჭრევინეთ წრეები.

• ხის კოვზები გაუყარეთ წრეში ტარით, ისე რომ ტარი გავიდეს ფიფქის ნახვრეტში, კოვზის პირი კი დარჩეს წრესთან.

• ბოთლის თავსახურში ჩაამაგრეთ ჭანჭიკი.

• აავსეთ საკვებური მცენარის თესლით (ხორბალი, მზესუმზირა…), დაახურეთ თავსახური და ჩამოკიდეთ ხეზე ან აივანზე.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube