როგორ გავარჩიოთ მტაცებელი ფრინველები?

მტაცებელი ფრინველები სხვადასხვა ფორმისა თუ ზომისა გვხვდებიან. როდესაც ფრინველთა მოყვარულები აკვირდებიან მტაცებლებს და ცდილობენ მათ იდენტიფიცირებას, ისინი ყურადღებას აქცევენ სხეულის ფორმას, პროპორციებს, შეფერილობასა და ფრენის თავისებურებებს.

კაკაჩები / Buteos

ჰაერში მოლივლივე კაკაჩებს აქვთ გრძელი, ფართო ფრთები და ფართო გაშლილი კუდები. კაკაჩები შექმნილი არიან, რათა ილივლივონ ჰაერის მასებზე. მათ შეუძლიათ დიდი ხანი იფრინონ ფრთების ქნევის გარეშე. ეს ყველაფერი მათ ენერგიის დაზოგვაში ეხმარება და შედეგაც შეუძლიათ დიდი მანძილების დაფარვა მსხვერპლის ძიების პროცესში. ისინი სხდებიან მაღალ ხეებზე ან ბოძებზე და ელოდებიან, როდის გაირბენს მსხვერპლი მიწაზე.  საქართველოში კაკაჩების სამი სახეობა გვხვდება: ჩვეულებრივი კაკაჩა, ველის კაკაჩა და ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა.

ქორი და მიმინოები / Accipiters

მოკლე, მრგვალი ფრთებითა და გრძელი კუდით ეს ფრინველები ტყის მტაცებლები არიან. ეს ფრინველები კარგად მანევრირებენ ტყეში, ხეებსა და ბუჩქებს შორის. ზოგჯერ ისინი კაკაჩებივით ლივლივებენ ჰაერში, მაგრამ მათი ტიპური ფრენის სტილი ფრთების რამდენჯერმე სწრაფი მოქნევა და შემდეგ ცოტა ხნით ჰაერში ლივლივია. საქართველოში მათი წარმომადგენლები არიან: ქორი, მიმინო და ქორცქვიტა.

შავარდნისებრნი / Falcons

შავარდნები უსწრაფესი მტაცებელი ფრინველები არიან. მათ გრძელი და წაწვეტებული ფრთები აქვთ. შავარდენს შეუძლია განავითაროს 400 კმ/სთ სიჩქარე. საქართველოში შავარდნისებრების 10 სახეობა გვხვდება: სონღული, შავარდენი, წითელთავა შავარდენი, გავაზი, ალალი, მარჯანი, ელეონორას შავარდენი, წითელფეხა შავარდენი, ჩვეულებრივი კირკიტა და მცირე კირკიტა.

ძელქორები / Harriers

წინ წამოწეული V-ს ფორმის ფრთებით, ძელქორები ნადირობენ ჭაობებში, მინდვრებსა და ველებზე. ჩვენთან ძელქორების ოთხ სახეობას შევხვდებით: ჭაობის ძელქორი, მინდვრის ძელქორი, ველის ძელქორი და მდელოს ძელქორი.

არწივები / Eagles

არწივები დიდი ზომის მტაცებელი ფრინველები არიან. ისინი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ნადირობენ როგორც ძუძუმწოვრებზე, ისე სხვა ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და ა.შ. საქართველოში აღწერილია არწივების 9 სახეობა: თეთრკუდა არწ

ივი(ფსოვი), გრძელკუდა ფსოვი, მთის არწივი, ველის არწივი, ბექობის არწივი, დიდი მყივანი არწივი, მცირე მყივანი არწივი, ჩია არწივი და ქორისებრი არწივი.

ლეშიჭამიები / Vultures

ლეშიჭამია ფრინველები არწივებისგან განსხვავებით ხალხში ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. სინამდვილეში ისინი ეკოსისტემისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებენ და თავიდან გვარიდებენ უამრავ დაავადებას, რომლებიც ლეშისგან შეიძლება გავრცელდეს. საქართველოში ლეშიჭამიების ოთხ სახეობას ვხვდებით: ორბი, სვავი, ბატკანძერი და ფასკუნჯი.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube