ანგარიშები

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი – გზამკვლევი მოქალაქეებისთვის

გზამკვლევის მიზანია, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ თითოეული მოქალაქისთვის მარტივ სახელმძღვანელოდ გარდაქმნას. კოდექსი არა მხოლოდ ექსპერტებისთვის, არამედ საზოგადოების გასაძლიერებლად შექმნილი დემოკრატიული ინსტრუმენტია, რომელიც გიჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ თქვენი კანონიერი უფლებები ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის.

ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა

ანგარიშში აღწერილია ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან, კერძოდ, ნადირობასთან, მერქნისა და წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა. კლევის მიზანია იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და ლანდშაფტის ერთიანობაზე. 

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პრობლემები საქართველოში

ნარკვევის მიზანია, საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა კარგ გარემოსდაცვით სტანდარტებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე რეკომენდაციების შემუშავება არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.

ბიომრავალფეროვნების რისკების შერბილება განვითარების პროექტებში

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია განვითარების პროექტებისთვის ისეთი პროაქტიული მიდგომის ადვოკატირება, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ჰარმონიზებას და უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას

ბექობის არწივის კონსერვაციის გეგმა

ბექობის არწივის კონსერვაციის გეგმა საქართველოში მომზადდა საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის – საბუკოს კვლევების შედეგების მიხედვით, რომლებიც 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მათზე დაყრდნობით განისაზღვრა პოპულაციაზე უარყოფითად მოქმედი საფრთხეები, ასევე კონსერვაციის სპეციალური ზომები – ამოცანები, ქმედებები, რომლებიც სახეობის სახარბიელო კონსერვაციული სტატუსის მისაღწევადაა აუცილებელი. ამრიგად, ბექობის არწივის კონსერვაციის გეგმა ხელს შეუწყობს საქართველოში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა

ნაშრომში მიმოხილულია სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის პრაქტიკა ივრის ზეგანზე. კვლევის მიზანიადაადგინოს, თუ რამდენად ქმნის საქართველოში მოქმედი სამართლებრივი აქტები და პოლიტიკისდოკუმენტები მიწისა და საძოვრების მდგრადი მართვის საშუალებას და რამდენად უზრუნველჰყოფს ისბუნებრივ რესურსებზე მოქმედი საფრთხეების აცილებას ან შემცირებას.

ტყის მმართველობის შეფასება საქართველოში

საქართველოს სატყეო სექტორის შეფასება თვალნათლივ აჩვენებს, რომ კარგ მმართველობამდე დიდი გზაა გასავლელი. ამისათვის განსაკუთრებით საჭიროა რეფორმების გატარება ადგილობრივი თემების ტყეებთან / მიწებთან დაკავშირებული უფლებების აღიარებისა და პატივისცემის, სატყეო მმართველობის დეცენტრალიზაციის, სახიფათო პროექტების შედეგად მიყენებული ზიანის პრევენციის, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის, ინტერესთა კონფლიქტების აღმოფხვრის მიმართულებით.

ორგანული ნახშირბადის კვლევის გზამკვლევი

გაუდაბნოება რთული და დინამიური პროცესია, რომლის მოგვარებაც ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ მიდგომას მოითხოვს. გაუდაბნოება არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი გამოწვევა, ისე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხიცაა, აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებული მხარის პასუხისმგებლობაა, ერთად იმუშაონ გაუდაბნოებასთან საბრძოლველად.

წლიური ანგარიში 2023

ანგარიშში შეჯამებულია საბუკოს მიერ გასული წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა.

მდინარე იორზე, ჰიდროლოგიურ სადგურებზე ჩატარებული ჰიდრომეტრული სამუშაოების შედეგები

2023 წლის 9-10 დეკემბერს, მდ. იორზე დალის მთის წყალსაცავის ქვედა და ზედა ბიეფში ჩატარდა გეოდეზიური და ჰიდრომეტრიული სამუშაო ახლად გახსნილ ჰიდროლოგიურ სადგურებზე. დოკუმენტში მოცემული კვლევის შედეგები.

ჭაჭუნის აღკვეთილის ფერმებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებების კვლევა

ანგარიში იკვლევს ჭაჭუნის აღკვეთილში სეზონურად მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და გამოცდილებებს, გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობის საკითხების თანაკვეთის ანალიზით.

საექსპორტო ბაზარზე არსებული რეგულაციები და სტანდარტები მატყლისა და რძის ნაწარმისთვის

მატყლის და რძის ნაწარმის ექსპორტის რეგულაციები EU-სა და GULF-ის ქვეყნებში.

კახეთის სტეპები – ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის საკადასტრო კვლევის ანგარიში

ანგარიში წარმოადგენს საბუკოს პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტს ან მომავალ უდაბნოს შორის“ ფარგლებში ჩატარებულ საკადასტრო კვლევას. საკვლევი ტერიტორია მდებარეობს კახეთში და მოიცავს დედოფლისწყაროს, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს, ჯამში 103 031.35 ჰა.

მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი

პროექტი მხარდაჭერილია Endangered Landscapes Programme- მიერ (საფრთხის წინაშე მყოფი ლანდშაფტების პროგრამა), რომელსაც მართავს კემბრიჯის კონსერვაციული ინიციატივა Lisbet Rausing და Peter Baldwin – ის საქველმოქმედო ფონდ Arcadia-სთან პარტნიორობით

2022 წლის ანგარიში

დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

კვერნაკის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმა

კვერნაკის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმის პროექტი მომზადდა საბუკოს მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

2021 წლის ანგარიში

დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმა

ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმის პროექტი მომზადდა საბუკოს მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

2020 წლის ანგარიში

ანგარიშში მოკლედაა შეჯამებული საბუკოს 2020 წლის საქმიანობა და მნიშვნელოვანი მიღწევები.

ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ცხვრისა და ცხვრის პროდუქტების პოტენციალი ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია შემდეგ პროდუქციაზე: რძე და რძის ნაწარმი, ცხვრის ხორცი და ხორც­პროდუქტები, ცოცხალი ცხვარი და ცხვრის მატყლი. კვლევა მოიცავს ინფორმაციას სარეალიზაციო არხების, ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ ადგილობრივ ბაზარზე, ევროკავშირისა და GCC­ის ქვეყნებში.

საძოვრების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიმოხილვა

„საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო“ 2019 წლის 1 იანვრიდან მუშაობს მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის ხელშეწყობისათვის. პროექტის ფარგლებში, მიწის საფარის მდგომარეობა შეფასდა ჭაჭუნას აღკვე თილის ტერიტორიის 748.1 ჰექტარზე

მდინარე ივრის ჰიდროლოგიური ანგარიში

დოკუმენტში წარმოდგენილია ზოგადი ჰიდროლოგიური დახასიათება და წყალდიდობის მოდელირების საბოლოო ანგარიში.

საძოვრების მართვის გეგმა ჭაჭუნას აღკვეთილისთვის

საძოვრების მართვის რეკომენდაციების საერთო მიზანს წარმოადგენს ჭაჭუნას აღკვეთილის ფარგლებში საძოვრების ტერიტორიაზე საქონლის მაქსიმალური მოცულობის განსაზღვრა და როტაციული ძოვების სქემის შემუშავება. გეგმა უნდა იყოს სამომავლოდ იჯარის კონტრაქტის საფუძველი, რომელიც დააკმაყოფილებს დაცული ტერიტორიის მოთხოვნებს.

ივრის ჭალების ფიტოპათოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა – ინფოგრაფიკა

მოცემულ ინფოგრაფიკაში მოკლედაა შეჯამებული საბუკოს მიერ ჩატარებული ივრის ჭალების ფიტოპათოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა

2017 წლის ანგარიში

საბუკოს  2017 წლის ანგარიშში შეჯამებულია განვლილი წლის მანძილზე ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობა, აქტივობები და სამომავლო გეგმები

ტყის მმართველობის შეფასება საქართველოში

კვლევის მიზანია განიხილოს, თუ როგორ იმართება საქართველოს ტყეები, ვინ იღებს გადაწყეტილებებს, როგორ მიიღება და ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები პრაქტიკულად.

ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა

ნაშრომში მიმოხილულია სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის პრაქტიკა ივრის ზეგანზე. კვლევის მიზანიადაადგინოს, თუ რამდენად ქმნის საქართველოში მოქმედი სამართლებრივი აქტები და პოლიტიკისდოკუმენტები მიწისა და საძოვრების მდგრადი მართვის საშუალებას და რამდენად უზრუნველჰყოფს ისბუნებრივ რესურსებზე მოქმედი საფრთხეების აცილებას ან შემცირებას.

ჭაჭუნის აღკვეთილის ფერმებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებების კვლევა

ანგარიში იკვლევს ჭაჭუნის აღკვეთილში სეზონურად მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და გამოცდილებებს, გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობის საკითხების თანაკვეთის ანალიზით.

კახეთის სტეპები – ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის საკადასტრო კვლევის ანგარიში

ანგარიში წარმოადგენს საბუკოს პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტს ან მომავალ უდაბნოს შორის“ ფარგლებში ჩატარებულ საკადასტრო კვლევას. საკვლევი ტერიტორია მდებარეობს კახეთში და მოიცავს დედოფლისწყაროს, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს, ჯამში 103 031.35 ჰა.

ცხვრისა და ცხვრის პროდუქტების პოტენციალი ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია შემდეგ პროდუქციაზე: რძე და რძის ნაწარმი, ცხვრის ხორცი და ხორც­პროდუქტები, ცოცხალი ცხვარი და ცხვრის მატყლი. კვლევა მოიცავს ინფორმაციას სარეალიზაციო არხების, ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ ადგილობრივ ბაზარზე, ევროკავშირისა და GCC­ის ქვეყნებში.

საძოვრების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიმოხილვა

„საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო“ 2019 წლის 1 იანვრიდან მუშაობს მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის ხელშეწყობისათვის. პროექტის ფარგლებში, მიწის საფარის მდგომარეობა შეფასდა ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიის 748.1 ჰექტარზე.

მდინარე ივრის ჰიდროლოგიური ანგარიში

დოკუმენტში წარმოდგენილია ზოგადი ჰიდროლოგიური დახასიათება და წყალდიდობის მოდელირების საბოლოო ანგარიში.

საძოვრების მართვის გეგმა ჭაჭუნას აღკვეთილისთვის

საძოვრების მართვის რეკომენდაციების საერთო მიზანს წარმოადგენს ჭაჭუნას აღკვეთილის ფარგლებში საძოვრების ტერიტორიაზე საქონლის მაქსიმალური მოცულობის განსაზღვრა და როტაციული ძოვების სქემის შემუშავება. გეგმა უნდა იყოს სამომავლოდ იჯარის კონტრაქტის საფუძველი, რომელიც დააკმაყოფილებს დაცული ტერიტორიის მოთხოვნებს.

ივრის ჭალების ფიტოპათოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა – ინფოგრაფიკა

მოცემულ ინფოგრაფიკაში მოკლედაა შეჯამებული საბუკოს მიერ ჩატარებული ივრის ჭალების ფიტოპათოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა

ზურმუხტის ქსელის საიტების კვლევა რაჭაში – რაჭა 3 და რაჭა 4

აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს იმ მასალების შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც მოპოვებულია საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ზურმუხტის ქსელის კანდიდატი საიტების კვლევის დროს.

ზურმუხტის ქსელის საიტების კვლევა რაჭაში – რაჭა 1 და რაჭა 2

კვლევის მთავარი მიზანია ყველა სამეცნიერო მონაცემის შეგროვება და ორივე ადგილის (რაჭა 1 და რაჭა 2) შესახებ შესაბამისი სტანდარტული მონაცემთა ფორმების (SDF) შევსება.

2025 წლის ანგარიში

დოკუმენტში მოკლედაა შეჯამებული საბუკოს გასული წლის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

2024 წლის ანგარიში

საბუკოს გასული წლის საქმიანობის, პროექტების, წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ ამ ანგარიშში მოგიყვებით.

2023 წლის ანგარიში

ანგარიშში გიყვებით, გასული წლის განმავლობაში, საბუკოს მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ.

2022 წლის ანგარიში

ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

2021 წლის ანგარიში

ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

2020 წლის ანგარიში

ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

2019 წლის ანგარიში

ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

2017 წლის ანგარიში

საბუკოს  2017 წლის ანგარიშში შეჯამებულია განვლილი წლის მანძილზე ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობა, აქტივობები და სამომავლო გეგმები.