რატომ და როგორ მიგრირებენ ფრინველები?

რატომ მიგრირებენ ფრინველები? საით მიდიან? როგორ იგებენ, რომ მიგრაციის დრო მოახლოვდა? ყველა მათგანი მიგრირებს?

ფრინველთა მიგრაციის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს და ამ ფენომენს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. თუმცა, უკვე არსებული ცოდნა გვაძლევს საშუალებას, რომ ზემოთ მოცემულ კითხვებს ვუპასუხოთ.

მიგრაცია ფრინველების სეზონური გადაადგილებაა ჩრდილოეთიდან სამხრეთით – საბუდარი ადგილებიდან ზამთრობის ადგილებისკენ და უკან.

მსოფლიოს ფრინველთა სახეობების 40% მიგრირებს. განარჩევენ ახლო  და შორ მანძილზე მიგრაციას. ორივე მათგანის მთავარი მიზეზი – საკვების მოპოვებაა.

არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომლებიც არ მიგრირებენ. მათ ენდემები ეწოდებათ.

ენდემური, იგივე ადგილობრივი სახეობა ნიშნავს გარკვეული ადგილისთვის დამახასიათებელ სახეობას. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი კავკასიის ენდემები არიან და მხოლოდ აქ გვხვდებიან.

შორ მანძილზე მიმომფრენი ფრინველები საიმიგრაციო მარშრუტებს იყენებენ. მსოფლიოში  8 ასეთი მარშრუტია: აღმოსავლეთ ატლანტიკის; შავი / ხმელთაშუა ზღვის; აღმოსავლეთ აზია / აღმოსავლეთ აფრიკის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ აზია / ავსტრალიის; წყნარი ოკეანე / ამერიკის, ატლანტის ოკეანე / ამერიკის და ცენტრალური ამერიკის.

ამ მარშრუტებიდან 3 საქართველოს კვეთს. ამიტომაც საქართველო, განსაკუთრებით კი ე.წ. „ბათუმის საიმიგრაციო ძაბრი“ გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია.  ყოველწლიურად ამ მონაკვეთს მილიონობით მტაცებელი ფრინველი  გადის.

ყველა სახეობა სხვა კონტინენტზე მიგრირებს?

არა, არიან ფრინველები, რომლებიც გამოსაზამთრებლად საქართველოში მოდიან. ასევე ფრინველები, რომლებსაც მცირე მანძილზე მიგრაცია ახასიათებთ, მაგალითად, მთიდან – ბარში. ერთ-ერთი მათგანი დიდი კოჭობაა, რომელიც ალპურ მდელოებზე ბინადრობს. მცირე ზომის მწერები, ობობები და ალპური მცენარეების თესლი, რომლებსაც აქ ზაფხულში პოულობს, მისთვის სრულიად საკმარისია. ზამთარში კი, როდესაც მთაში თოვლის საფარი იზრდება, შედარებით ქვემოთ ჩამოდის. ზამთრობით მათი ნახვა ყაზბეგში, მრავალრიცხოვან ქაცვის ბუჩქებზე შეგიძლიათ, რომლის ნაყოფითაც წლის ამ დროს იკვებებიან.

შორ მანძილზე მიმომფრენა გაცილებით უფრო რთული საკითხია. ეს ქცევა დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა და არა მხოლოდ საკვებით, არამედ ამ ფრინველების გენეტიკითაცაა განპირობებული. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინდი, კლიმატი, დღის შუქის ცვალებადობა და ა.შ.

ფოტო: მერცხლის მიგრაცია + საბუდარი ადგილები – რუკა

საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდა შორ მანძილზე მიგრაცია? რატომ არ დარჩნენ ფრინველები მათთვის კომფორტულ ტროპიკულ ადგილებში ბარტყების გასაზრდელად და რა აიძულებთ მათ, ყოველ გაზაფხულს ჩრდილოეთისკენ გამოემართონ?

ამ ფრინველების წინაპრების ტროპიკულმა საბუდარმა ადგილებმა, ასეულობით ათასი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთისკენ გადმოიწია.

საკვებად მწერების სეზონური სიმრავლე და დღის ხანგრძლივობა მათ ტროპიკულ ნათესავებთან შედარებით მეტი ბარტყის გამოჩეკვის და გაზრდის საშუალებას აძლევდა (საშუალოდ 2-3 ბარტყით მეტი).

ზამთრობით კი, საკვების სიმცირის გამო, ისინი განაგრძობდნენ სამხრეთით დაბრუნებას.

როგორ იგნებენ ფრინველები გზას?

ისინი საორიენტაციოდ ვარსკვლავების განლაგებას, ქარის მიმართულებას, ლანდშაფტების მახასიათებლებს და დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ.

მიგრაციის დაწყების დროს, სავარაუდოდ, დღის შუქის სეზონური ცვლილება განაპირობებს. თუმცა, ფრინველთა ნავიგაციის და მიგრაციის დაწყების დროის განმაპირობებელი ფაქტორების საიდუმლო ბოლომე ამოხსნილი არ არის.

მარშრუტების და მიგრაციის თავისებურებების შესასწავლად მეცნიერები დარგოლვას, დიდი ფრინველების შემთხვევაში კი – GPS გადამცემებს იყენებენ, რომლებსაც მათ ამაგრებენ.

მიგრაციის გრძელი და დამღლელი პროცესი ბევრი საფრთხის შემცველია და ამ საფრთხეების დიდი ნაწილი ადამიანის მიერ არის გამოწვეული. იზოლაციის არმქონე ელექტროგადამცემი ხაზები საფთხეს უქმნის დიდი ზომის ფრინველის გადაადგილებას. მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვა დაბრკოლებებიც, მაგალითად შუშასთან შეჯახება, სინათლით დაბინძურება. ფრინველთა დასვენების ადგილები, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ, დღითიდღე ქრება ან დეგრადირდება. ბრაკონიერობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ფრინველთა მიგრაციის დისბალანსი კლიმატის ცვლილებამაც შეიძლება გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველები მათთვის არახელსაყრელ დროს მიაღწევენ სასურველ ადგილს.

გადამფრენი ფრინველების ძალიან დიდი ნაწილი იღუპება.

ფრენა გადარჩენისთვის: აქ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ რამდენიმე სახეობის ფრენას გადარჩენისთვის

ფრენის მანერა

ცაზე მოლივლივე არწივი ბევრს ჰყავს ნანახი. ცოტამ თუ იცის, თუ რატომ ტრიალებენ ფრინველები ცაზე ნელ-ნელა და წრიულად.

დიდი ზომის ფრინველები, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ფრენისათვის თერმალებს იყენებენ. თერმალები ზეაღმავალი თბილი ჰაერის ნაკადებია, რომლებიც დედამიწის ზედაპირის გათბობისას წარმოიქმნება. სწორედ მათ იყენებენ ფრინველები.

რაც შეეხება პატარა ზომის ფრინველებს, ფრთების სწრაფი მოქნევით დაფრინავენ, რისთვისაც დიდი ენერგიის ხარჯვა უწევთ. ბევრი მათგანი ღამით ფრენას ამჯობინებს, გადახურებისგან თავდაცვის მიზნით.

ზოგიერთ მათგანს მიგრაციამდე სხეულის წონის 40% -ის მომატება 3 დღეშიც შეუძლია. დაგროვილ ცხიმს ისინი მიგრაციის დროს იყენებენ.

  • ყველაზე შორს მიგრირებადი ფრინველი: არქტიკული თევზიყლაპიაა (Sterna paradisaea), რომელიც არქტიკასა და ანტარქტიკას შორის დაფრინავს.
  • ყველაზე მაღლა მფრენი ფრინველები – მთის ბატები (Anser indicus) არიან. ისინი ზღვის დონიდან 8.8 კმ სიმაღლეზე დაფრინავენ.
  • ყველაზე სწრაფად მიგრირებადი ფრინველი – დიდი ჩიბუხაა (Gallinago media).
  • ჩვეულებრივი მეღორღია (Oenanthe oenanthe), რომელიც არქტიკიდან აფრიკამდე 14,484 კილომეტრსაც გადის, სულ 17-დან 30 გრამამდე იწონის.

საინტერესო ბმულები:

https://flightforsurvival.org/

https://www.batumiraptorcount.org/

http://www.springalive.net/ka/theme/saprtkheebi-romlebits-gadampren-prinvelebs-emukrebat

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube