საბუკოს პუბლიკაციები
ტყის მმართველობის შეფასება საქართველოში
საქართველოს სატყეო სექტორის შეფასება თვალნათლივ აჩვენებს, რომ კარგ მმართველობამდე დიდი გზაა გასავლელი. ამისათვის განსაკუთრებით საჭიროა რეფორმების გატარება ადგილობრივი თემების ტყეებთან / მიწებთან დაკავშირებული უფლებების აღიარებისა და პატივისცემის, სატყეო მმართველობის დეცენტრალიზაციის, სახიფათო პროექტების შედეგად მიყენებული ზიანის პრევენციის, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის, ინტერესთა კონფლიქტების აღმოფხვრის მიმართულებით. საბუკომ მიერ მომზადებული პუბლიკაციის ნარკვევი ხელმისაწვდომია ბმულზე..
Read moreბექობის არწივის კონსერვაციის გეგმა
ბექობის არწივის კონსერვაციის გეგმა საქართველოში მომზადდა საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის - საბუკოს კვლევების შედეგების მიხედვით, რომლებიც 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მათზე დაყრდნობით განისაზღვრა პოპულაციაზე უარყოფითად მოქმედი საფრთხეები, ასევე კონსერვაციის სპეციალური ზომები - ამოცანები, ქმედებები, რომლებიც სახეობის სახარბიელო კონსერვაციული სტატუსის მისაღწევადაა აუცილებელი. ამრიგად, ბექობის არწივის კონსერვაციის გეგმა ხელს შეუწყობს საქართველოში...
Read moreბიომრავალფეროვნების რისკების შერბილება განვითარების პროექტებში
20 ნოემბერი, 2023 საქართველოში ჰიდროენერგეტიკის, ქარის ენერგიის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და გზების მშენებლობის სწრაფი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბიომრავალფეროვნებისთვის. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევში ხაზგასმულია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ინტეგრირების აუცილებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად. პოლიტიკის ნარკვევის მიზანია განვითარების პროექტებისთვის ისეთი პროაქტიული მიდგომის ადვოკატირება, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს მდიდარი...
Read moreპოლიტიკის ნარკვევი – ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პრობლემები საქართველოში
25 დეკემბერი, 2023 ნარკვევის მიზანია, საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა კარგ გარემოსდაცვით სტანდარტებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე რეკომენდაციების შემუშავება არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. საკვლევი კითხვებია: რამდენად შეესაბამება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროკავშირის კანონმდებლობას? შესაძლებელია თუ არა, ევროკავშირის კანონმდებლობის სრულყოფილად დანერგვით, შევამციროთ განვითარების...
Read more



