საბუკოს პოზიცია ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით

20 ნოემბერი, 2023

დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოცხადებული აუქციონის შედეგად, შპს ,,კანიონი 350“-ს იჯარით გადაეცა ბუნების ძეგლის ნაწილი და გაუფორმდა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება 40 წლით. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის პროექტი გულისხმობს 407 მ სიგრძის კიდული და საცალფეხო ბილიკის, 16, 5 და 23,9 მ სიგრძის ხიდების, 260 მ სიგრძის კიდული ბილიკის და 407 მ სიგრძის როლერის ატრაქციის მშენებლობას. მშენებლობა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტი მოჰყვა.

აუქციონის მოწყობამდე მომზადდა ჰიდროლოგიური კვლევის ანგარიში, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და არქიტექტურული პროექტი. არ შეფასებულა პროექტის მშენებლობისა და მისი ფუნქციონირების ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე. აუქციონის გამოცხადებამდე არ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, გადაწყვეტილება აუქციონის გამოცხადების შესახებ მოხდა დაინტერსებულ მხარეებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების გარეშე. ამით დაირღვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონი (მუხლი 22), რომლის თანახმადაც მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დაცული ტერიტორიების განვითარების დოკუმენტების განხილვისა და შესწორებების პროცესში. ის ფაქტი, რომ აუქციონი საჯარო იყო და ყველას შეეძლო მონაწილეობა, აბსოლუტურად არ ნიშნავს დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას და მით უმეტეს, აუქციონის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონით დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა; ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება (მუხლი 20). შესაბამისად, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არ უნდა დაიგეგმოს ტურიზმის ის სახეობა ან ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც გამოიწვევს ეკოსისტემების რღვევას, სახის შეცვლას, რღვევას, დაზიანებას, შეშფოთებას. იმის გამო, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ბალდის კანიონში ბიომრავალფეროვნების კვლევა არ ჩატარებულა, შეუძლებელია განისაზღვროს საქმიანობის ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე და შემოწმდეს, ირღვევა თუ არა „წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ კანონის (მუხლი 10,11, 12) და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის (მუხლი 20) მოთხოვნები. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის თანახმად (მუხლი 20). დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად. ევროპული კანონმდებლობა (ბერნის კონვენცია, ჰაბიტატების დირექტივა, ფრინველთა დაცვის დირექტივა) ითხოვს, რომ სახეობები და ჰაბიტატები დაცული იყვნენ მათ მთელ ბუნებრივ არეალში და არა მხოლოდ ზურმუხტის ქსელის საიტების შიგნით.

შეფასების დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

ასევე გაეცანით

Facebook X Instagram YouTube