ფრინველთა მიგრაციის სასწაული

ფრინველთა მოყვარულებისთვის, საქართველო საინტერესო ადგილია. ბათუმის ძაბრი, სადაც მილიონობით მტაცებელი ფრინველი გადმოდის რუსეთის ტყეებიდან და მდელოებიდან, აფრიკის უფრო თბილ, გამოსაზამთრებლად ხელსაყრელ ტერიტორიებზე, შემოდგომაზე სულ უფრო და უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა ორნიტოლოგებისათვის. ეს სცენა არასოდეს კარგავს ეშხს, როდესაც ფრენენ უზარმაზარი მტაცებელი ფრინველები. თუმცა, ბათუმი ერთადერთი ადგილი არაა, სადაც მიგრაციაზე დაკვირვება არის შესაძლებელი; ის უბრალოდ ტრანსკავკასიული გზის ნაწილია.

თუმცა, მხოლოდ ის ჩიტები, რომლებიც დამოკიდებულები არიან გარკვეულ თერმულ პირობებზე, მიფრინავენ დღის განმავლობაში. მაგალითად, მტაცებლები და წეროები საჭიროებენ თბილ ჰაერს, რათა ნაკლები ენერგია დახარჯონ. დღესდღეობით, ფრინველების უმრავლესობა ღამე მიგრირებს. მთავარი მიზეზებია ნაკლები ქარი, სიგრილე, ნაკლები თავდამსხმელები. ისინი იყენებენ დღის საათებს გამოსაკვებად და სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი მათი შესწავლა.

ნავიგატორები

ყველა ფრინველს აქვს მიგრაციის ის თანდაყოლილი ინსტინქტი, რაც დამახასიათებელია მათი სახეობისთვის: ისინი იმართებიან საკუთარი გრძნობებით. გადაფრენის პერიოდები და მანძილები, აგრეთვე მიმართულება, არის ის, რასაც მემკვიდრეობით იღებენ. ისინი იყენებენ მზეს, როგორც ნავიგაციას, ნათელ დღეებში, ხოლო ვარსკვლავებს, როგორც გზამკვლევებს, ღამე. მათი თანდაყოლილი მიმართულების დადგენის უნარი, ეხმარება გაიკვლიონ გზა ცუდ ამინდში, განსაკუთრებით მცირე დისტანციების გავლისას. რკინის ნაწილაკებით სხეულში, ისინი ადგენენ მაგნიტურ ველებს, მათი მდებარეობის მიხედვით.

ცენტრალურ ევროპაში მიგრაციის პიკი ოქტომბრის დასაწყისშია. მაგრამ არიან სახეობები, რომლებიც მიგრაციის პროცესს ჯერ კიდევ აგვისტოდან იწყებენ. აგვისტოს ბოლოს ბათუმი თვალს ადევნებს კრაზანჭამიების აღმოსავლეთის პოპულაციის გადაადგილებას. ვარდისფერი შოშიები, რომლებიც ჩვეულებრივი სანახაობაა აღმოსავლეთი საქართველოს სტეპებისთვის, აგრეთვე მიგრირებენ აგვისტოში. შემოდგომაზე უფრო მეტი ჩიტი მიგრირებს ვიდრე გაზაფხულზე. ამ სეზონზე უამრავი წლევანდული უერთდება დანარჩენ ჩიტებს, სწორედ ამიტომ, ზაფხულში, ორჯერ მეტი რაოდენობის ფრინველი ბრუნდება ბუდობის პერიოდის მერე.

მიგრაციის გრძელი და დამღლელი პროცესი ბევრი საფრთხის შემცველია, რომლის უმრავლესობა ადამიანის მიერ არის გამოწვეული. იზოლაციის არმქონე ელექტრო სადენები საფთხეს უქმნის დიდი ზომის ფრინველის გადაადგილებას სივრცეში. ფრინველების დასვენების ადგილები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა უცვლელი ოდენობით მიაღწევენ თუ არა ისინი საბოლოო ლოკაციას. ბრაკონიერობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოაგენს. ფრინველებს სხვადასხვა ხერხით იჭერენ: ბადეებით, ხაფანგებით და ა.შ. .

კლიმატის ცვლილებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფრინველთა მიგრაციის დისბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის არახელსაყრელ დროს მიაღწევენ სასურველ ადგილს. მაგრამ ზოგიერთი ფრინველი არ დაფრინავს შორ დისტანციებზე. გარკვეული სახეობა უბრალოდ ადგილმდებარეობას იცვლის. მაგალითად, კავკასიაში, წითელმუცელა ბოლოცეცხლას ნახვა შესაძლებელია ზაფხულში ზღვის დონიდან 3600 – 5200მმ, სადაც მწერებით იკვებება. ზამთრის პერიოდში, როცა ალპური მდელოები დაფარულია თოვლით, წითელმუცელა ბოლოცეცხლა გადაადგილდება სუბალპურ სარტყელში, სადაც კენკრაა გავრცელებული.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.