ფრინველების დარგოლვა არის პროცესი, როდესაც გამოცდილი ფრინველების მრგოლავები, შესაბამისი, რელევანტური სტრუქტურებისგან მიღებული უფლების საფუძველზე, ფრინველებს ფეხზე უმაგრებენ სპეციალურ ნიშანს (მეტალის რგოლს, პლასმასის ფერად რგოლებს), რათა შეისწავლონ მათი სიცოცხლის ციკლი (სიცოცხლისუნარიანობა, სიკვდილიანობა, ასაკი – ბუდობისა და მათი ბუნებაში გადარჩენადობის ხარისხი), ქცევა, პოპულაციები და მიგრაცია. ამ ყველაფრის გასაგებად, ფრინველებს ფეხზე უმაგრდებათ მეტალის რგოლები, რომელზეც დატანილია უნიკალური ნომერი, მომავალში მათი ხელახლა დაჭერისას მარტივი იდენტიფიცირებისთვის. ეს კი, მრგოლავებს, ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შეგროვებაში და გაანალიზებაში დაეხმარებათ.
საბუკო ახორციელებს მოკლევადიან ფრინველების დარგოლვის ბანაკებს/სესიებს, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე იმ იმედით, რომ ამ პროცესს, მომავალში, უფრო მასშტაბური სახე მიეცემა და შესაბამის წვლილს შეიტანს ადგილობრივი და მიგრირებადი ფრინველების პოპულაციების უკეთ შესწავლაში.
საბუკოს მიერ დარგოლილი ფრინველების სიასა და სტატისტიკას შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ გრაფაში გაეცნოთ.
თუ თქვენ შენიშნეთ ფეხზე რგოლის მქონე ფრინველი, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოქემული გრაფები და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.