ფრინველების დახმარება ზამთარში

ზამთარში ყველა ფრინველი არ მიგრირებს თბილ ქვეყნებში. ზოგიერთი ცივი ტერიტორიებიდან გადმოფრინდება კავკასიაში და აქ ატარებს ზამთარს, ან უბრალოდ ერთი სარტყლიდან, ანუ სიმაღლიდან, დაბლა დაეშვება. არსებობს ძალაინ ბევრი ფრინველი, რომელიც საერთოდ არ იცვლის ტერიტორიას. მათ რეზიდენტი ფრინველები ეწოდებათ.

როგორ იცავენ ფრინველები თავს ყინულოვანი ქარისა და თოვლისაგან

ფრინველებს აქვთ ბევრი შესანიშნავი ადაპტაციური უნარი, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გადარჩნენ თუნდაც ყველაზე მკაცრ პირობებში. ზოგადად, ჩიტები თბილსისხლიანი არსებები არიან, რომლებსაც ბევრად უფრო მაღალი მეტაბოლიზმი და სხეულის ტემპერატურა აქვთ, ვიდრე ადამიანს. ასევე, მათ გააჩნიათ ბევრი ფიზიკური და ქცევითი ადაპტაციური მექანიზმი სითბოს შენარჩუნებისათვის. ზოგიერთ სახეობას დამატებითი საფარი, განგური ამოსდის. მათი მიგრირებადი მეგობრების მსგავსად, შემოდგომაზე ისინი მეტი ენერგიის შესაქმნელად სხეულის სითბოს გენერირებას ახდენენ, სიცივის ან ყინვის შემთხვევაში. ფრინველები ბუმბულს იჩეჩავენ და  იფუებენ, რითაც დამატებით საჰაერო სივრცეს ქმნიან სითბოსთვის და ძალიან საყვარლად გამოიყურებიან, ბუმბულებიან ბურთებს ემსგავსებიან. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ფრინველები ამცირებენ მოძრაობის სიხშირეს. ბევრი წლევანდულა ჩიტი იკრიბება ერთ დიდ გუნდში ისე, რომ ქმნიან პატარა, მჭიდრო სივრცეს და ამავდროულად, სხეულების შეხებით ერთმანეს  ათბობენ. უმეტესწილად ეს ხდება ბუჩქნარებსა და ხეებზე, მაგრამ  ხშირად ქაღალდის ყუთებსაც იყენებენ. ფრინველებს სხვადასხვა სტრატეგია გააჩნიათ და როგორც ვთქვით, ადაპტაციის შესანიშნავი უნარები აქვთ.  მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია საჭირო იმაზე ყურადღების გამახვილება, როდესაც მიწის ზედაპირიც იფარება ყინულით; მაშინ უკვე საჭიროა ვიფიქროთ, თუ რა გზებით არის შესაძლებელი ჩიტების დახმარება.

(NCFL)

როგორ დავეხმაროთ?

თუ გინდათ საკვების მიწოდება, აირჩიეთ თესლი, თხილი, კაკალი, ცხიმიანი და მაღალკალორიული ნივთიერებების შემცველი პროდუქტები იმისათვის, რომ ფრინველებს ენერგია მიეცეთ სითბოს გენერირებისთვის. ყველაზე გამოსადეგი და მნიშვნელოვანი დახმარების საშ ალებაა – თავშესაფარი მარადმწვანე ბუჩქები და წიწვოვანი ხეები უზრუნველყო ენ ზამთარში შესაფერის ბუდეებს. არაა აუცილებელი ხის ან ბუჩქის დარგვა; საკმარისია ტოტებისა და სხვადასხვა ნივთებისგან დამზადდეს პატარა თავშესაფრები. აგრეთვე, ეს პრაქტიკა იქნება ეფექტური მაგალითი ჰაბიტატების კონსერვაციის პრაქტიკის, რათა არ მოხდეს მასალის უმიზნოდ გადაყრა ან უტილიზაცია. საქართველოში ფრინველებს კვლავაც შეუძლიათ შესაფერისი ადგილების მონახვა საბუდრად და თავის შესაფარებლად; აქედან გამომდინარე, ნუ გაგიცრუვდებათ იმედები, გაზაფხულზე, თქვენს მიერ მიწოდებულ თავსესაფარში თუ არავინ დაგხვდათ აუცილებლად გამოიყენებენ ცივ ზამთარში.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube