დასაწყისი: მაისი, 2019 წელი
დასასრული: მაისი, 2020 წელი
2019 წელს საბუკომ მოიპოვა Sigrid Rausing Trust-ის ერთწლიანი გრანტი ორგანიზაციული განვითარებისთვის.
მიღებული ფინანსური მხარდაჭერით საბუკო შეძლებს გააძლიეროს თავისი საქმიანობის ის მნიშნელოვანი კომპონენტები, რომელზე ფოკუსირებას სხვა, პროექტებზე ორიენტირებული გრანტების ფარგლებში ვერ ახერხებდა:
- სტრატეგიული განვითარება
- გუნდში კონსერვაციის ოფიცრის დამატება
- ფრინველთა გამრავლების ეროვნული ატლასის შექმნა, წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგი და ფრინველთათვის მნიშნელოვანი ადგილების სიის შექმნა
- თანამშრომელთა გადამზადება და შესაძლებლობის გაზრდა
- ფონდების მოძიების სპეციალისტის დაქირავება
- ფინანსები და აუდიტი
- შემოსავლის გენერირება
- ზოგადი მარკეტინგული საქმიანობა