დასაწყისი: მაისი, 2020 წელი
დასასრული: მაისი, 2023 წელი
2020 წელს საბუკომ მოიპოვა Sigrid Rausing Trust-ის სამწლიანი გრანტი ორგანიზაციული განვითარებისთვის.
მიღებული ფინანსური მხარდაჭერით საბუკო შეძლებს გააძლიეროს თავისი საქმიანობის ის მნიშნელოვანი კომპონენტები, რომელზე ფოკუსირებას სხვა, პროექტებზე ორიენტირებული გრანტების ფარგლებში ვერ ახერხებდა.
გამოყოფილი სახსრები მოხმარდება ორგანიზაციის ოთხივე მთავარ მიმართულებას: კონსერვაციას, პოლიტიკას, განათლებასა და კომუნიკაციებს.
საბუკო შეძლებს დააფინანსოს საჭირო კონსერვაციული კვლევები და ამისთვის, დაასაქმოს შესაბამისი კადრები; შექმნას სრულყოფილი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო მასალები; შეიმუშავოს პოლიტიკის დოკუმენტები და დაიქირავოს პროფესიონალები.