მოიზიდე ფრინველები ბუდის ასაშენებელი მასალით

გაზაფხული საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ფრინველებს ბუდის ასაშენებელი მასალა შესთავაზოთ. ვინ იცის, იქნებ თქვენს ეზოში დასახლდნენ კიდეც? ამით შესაძლებლობა მოგეცემათ, მათი მთელი ცხოვრების ციკლს დააკვირდეთ: ბუდის აშენების თავისებურებისა და პარტნიორის მოზიდვიდან ბარტყების გაზრდამდე.

მთავარია, ბუდის ასაშენებელი მასალა სწორად შეარჩიოთ.

ეს მასალა შესაძლოა იყოს ნებისმიერი რამ, რაც მათ დაეხმარებათ.

გარდა ბუდის ზომისა და ფორმისა, აშენებისას ბევრი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული:

• სირბილე კვერცხებისათვის, რათა ისინი მშობლის წონის ქვეშ არ დაიმტვრეს

• ტემპერატურის ცვლილებისაგან დაცვა

• მჭიდროდ შეკვრა, სითბოს უკეთ შენახვისათვის

• კომუფლაჟი, მტაცებლებმა რომ არ შეამჩნიონ

• სხვადასხვა ფაქტორისაგან დაცვა, იქნება ეს მზე თუ წვიმა

• კვერცხების დასაცავად, მშობლები მასალას გულდასმით არჩევენ. ფრინველთა უმეტესობა ბუდის ასაშენებლად სხვადასხვანაირ მატერიას იყენებს.

ტიპები:

სხვადასხვა ფრინველს სხვადასხვანაირი ბუდე აქვს, რაც დამოკიდებულია მის ზომაზე, თუ სად შენდება ის და რამდენი კვერცხის მოთავსებაა საჭირო, მრავალჯერ კრუხობისთვის იქნება განკუთვნილი თუ მხოლოდ ერთი სეზონისთვის

• ჩხირები და პატარა ტოტები

• გამხმარი ფოთლები

• ბალახი (ხმელი თუ ახალი)

• ადამიანის თმა ან ცხოველის ბეწვი

• ბუმბული

• ლაქაშის ყვავილთანური ბეწვი

• ხავსი და ლიქენები

• წიწვები

• ტალახი

• კენჭები

• ობობის ქსელი

• სხვადასხვა მცენარის ღერო

როგორ მოვიზიდოთ ფრინველები?

ამისათვის რამოდენიმე გზა არსებობს:

ყველაზე მარტივია, დაგვის ნაცვლად გამხმარი ბალახი და ფოთლები უბრალოდ, მიწაზე დატოვოთ. მთელს ეზოში თუ არა, რომელიმე ადგილას მაინც. ფრინველები მას თავად აარჩევენ, თუ დაინტერესდებიან.

თუ ეზოს დაგვა გირჩევიათ, ამ ვარიანტებიდან ერთ ერთი გამოგადგებათ:

• ჩამოაფინეთ მასალა ხეებსა და ბუჩქებზე, ან საკვებურებთან ახლოს, დაცულ ადგილებში. დაიმახსოვრეთ, რომ ისინი არ უნდა დაამაგროთ.

• გამოიყენეთ სუფთა, პატარა გალიის მსგავსი კონსტრუქცია, ბადის ჩანთა ან კალათი, სადაც მასალას თავისუფლად ჩაალაგებთ და ფრინველებისათვის ადვილად დასანახ  ადგილას ჩამოკიდებთ. მთავარია, ფრინველებს შიგნიდან გამოსვლა ან ფოთლების გამოღება შეეძლოთ.

• შექმენით პატარ-პატარა გროვები ამ მასალით იქ, სადაც ქარი არ წაიღებს ან წვიმა არ ჩარეცხავს. შეგიძლიათ, ლანგარიც კი გამოიყენოთ.

საუკეთესო შედეგის მისაღებად, სხვადასხვა ტიპის მასალა გამოიყენეთ და სხვადასხვა გზით განათავსეთ.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube