მდინარე ივრის ჭალის ტყეების და მისი მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის ფარგლებში საბუკომ მდინარე ივრის ჭალის ტყის სიჯანსაღე შეაფასა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა, მდინარე ივრის ჭალის ტყეების აღწერა და მდგომარეობის შეფასება, მათი ბუნებრივი საზღვრების განსაზღვრა, შედარება დღევანდელ საზღვრებთან და ცვლილებების მიზეზების დადგენა. ასევე იმის გარკვევა, შეამცირა თუ არა, კონკრეტულად დალის წყალსაცავმა ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყეების ფართობი. იქონია თუ არა გავლენა, იქ არსებული ფლორისტული შემადგენლობის ცვლილებებზე.
ამავე დოკუმეტში იხილავთ ივრის ჭალების ენტომოლოგიური და ფიტოპათოლოგიური კვლევის ანგარიშსაც.