“მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი“ 2019 წლის 1 იანვრიდან Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საბუკოს, Birdlife International-ისა და დაცული ტერიტორიების თანამშრომლობით ხორციელდება.
აქვეა ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ჭაჭუნას დაცული ტერიტორიაც, რომელიც დაურეგულირებელმა ძოვებამ დეგრადაციის მწვავე პრობლემის წინაშე დააყენა.
პროექტი მიზნად ისახავს მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის ხელშეწყობასა და კონსერვაციას, როტაციული (მონაცვლეობითი) ძოვების დანერგვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, საბუკო:
- დაიწყებს ტყის აღდგენის პროცესს ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიაზე
- შეიმუშავებს გრძელვადიან მიწის მენეჯმენტის გეგმას ჭაჭუნას დაცული ტერიტორიისთვის, სამთავრობო სექტორთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
- გააუმჯობესებს კონსერვაციის თაობაზე თანამშრომლობას დაცული ტერიტორიების პერსონალს, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის
- აღადგენს ეკონოლგიურ პროცესებს, ბიომრავალფეროვნებას და პროდუქტულობას საპილოტე ტერიტორიაზე, სადაც განახორციელებს შემუშავებულ როტაციული ძვების სქემას, ადგილობრივ მეცხვარეებთან თანამშრომლობით