ქმედებები, მათ შორის ქართულ სტეპში საძოვრების აღდგენისკენ მიმართული, განხორციელდება ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობით, ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების აღდგენის მიზნით.

One project aims to restore habitats within the Rhodope mountains on the border between Bulgaria, Greece and Turkey. Photograph: Evgeni Dinev Photography/Getty Image
ფინეთის ბორეალური ტყის უკაცრიელი გარემოდან დაწყებული სოლენტის შესართავებამდე, ევროპის მასშტაბით ლანდშაფტის აღდგენის შვიდი პროექტი 26 მილიონ დოლარზე მეტით (21 მილიონი ფუნტი) დაფინანსდა “საფრთხის წინაშე მყოფი ლანდშაფტების პროგრამის” (ELP) მიერ. პროექტების მიერ მოცული ფართობი 18-ჯერ აღემატება ლონდონის ადმინისტრაციაში შემავალ ტერიტორიას და ითვალისწინებს ველური ბუნების დაბრუნებას იბერიის მაღალმთიანეთში, მწვანე საფარის აღდგენას საქართველოს სტეპში და წიწვოვანი პლანტაციების ჩანაცვლებას ბუნებრივი მდინარეებითა და ფოთლოვანი ტყეებით როდოპის მთებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ბულგარეთში.
პროექტი მიზნად ისახავს სახეობების რეინტროდუქციას და ადგილობრივ თემებთან მუშაობას, საკმარისად დიდი მასშტაბით იმისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს ეკოსისტემების, ბუნებრივი პროცესების და ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების აღდგენა. საფრთხის წინაშე მყოფი ლანდშაფტების პროგრამის თანახმად, რომელიც იმართება კემბრიჯის კონსერვაციული ინიციატივის მიერ და მხარს უჭერს არკადია, საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა მილიარდერი ფილანტროპების პიტერ ბოლდუინისა და ლისბეტ რაუზინგის მიერ, ლანდშაფტის აღდგენის ასეთი ამბიციური გეგმა საბოლოოდ ეკონომიურად ეფექტური საშუალება იქნება კლიმატის კრიზისების მოსაგვარებლად.
ფინეთში 1,5 მილიონი დოლარით დაფინანსდება უნიკალური მტკნარი წყლის ატლანტიკური ორაგულის პოპულაციის გადაშენებისგან გადარჩენის მცდელობები, თევზის ქვირითობის ადგილების აღდგენითი ღონისძიებით და მდინარის წყლის ხარისხის გაუმჯობესებით, 1000 ჰექტარი (2500 აკრი) ნახშირბადის დამჭერი ბორეალური ტორფების აღდგენის მეშვეობით.
კოიტაიოკის წყალგამყოფში ყოველწლიურად 30-დან 50-მდე მდედრი ორაგული ბრუნდება ქვირითის დასადებად. ორი კაშხალი ბლოკავს მტკნარი წყლის ორაგულის სამიგრაციო მარშრუტებს, რომლებიც ბუნებრივად არასოდეს გადიან ზღვაში, მაგრამ მიგრირებენ ფინეთის ტბებში. თევზი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ბუნების დამცველებს ფიზიკურად გადაყავთ ისინი ხმელეთის გავლით, მათი მიგრაციის ხელშესაწყობად.
”ეს დანის პირზე გავლის მომენტია”, – განაცხადა ტერო მუსტონენმა კოიტაიოკის წყალგამყოფის პროექტიდან. „ 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი შეასრულებს მნიშვნელოვან სამუშაოს ბოლო დარჩენილი ქვირითობის ჰაბიტატისა და ახალგაზრდა თევზის ჰაბიტატის ხელშესაწყობად და ასევე წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. საბოლოოდ, პროექტი მიმართულია კოიტაიოკში მასშტაბური დეგრადაციის წინააღმდეგ. მე მაქვს ხედვა თუ როგორ ცურავს ატლანტიკის ორაგული და ძვირფასი თეთრი თევზი აღდგენილ მდინარეებსა და ნაკადულებში. მათ თავზე კი მთის არწივი და ზოლიანკუდა ლია დაფრინავენ, როგორც ოდესღაც, ალბათ იღიმებიან თავისთვის, ხედავენ რა თავიანთ გადარჩენილ და აღდგენილ სახლებს – მოკლედ, ისევ ცოცხლები არიან.
მუსტონენის თქმით, დიდი თანხები იქნება საჭირო 1960-იანი წლებში აგებული კაშხლების ირგვლივ მიგრირებადი თევზებისთვის გვერდითი ნაკადების შესაქმნელად ან თუნდაც კაშხლების დემონტაჟისთვის, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ პროგრამის ფინანსები “პირველი ნაბიჯია” და ეს იქნება ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც კაშხლებს მართავენ, დიალოგის დასაწყისი ქვედა ბიეფში წყლის ნაკადების გასაზრდელად, ახალგაზრდა თევზის გამრავლების მიზნით.
„ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადების“ (RSPB) ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში 33,000 ჰექტარი მიწის ფართობი კუმბრიაში 5 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება ხუთი წლის განმავლობაში. პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი დერეფნების და ველური ბუნების მიმართ კეთილგანწყობილი მეურნეობის გაფართოებას ველური ბუნების ცხელი წერტილების – Haweswater-ის ნაკრძალისა და Lowther-ის მამულის მიღმა.
ფინანსები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ფერმერებისთვის, მათ მიერ ახალი ჭარბტენიანი ტერიტორიების და ღობეების შესაქმნელად. თუმცა, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ფერმერებს ახალი, ბუნებაზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელების გაცნობაში, რაც დაეხმარება მათ ისარგებლონ არა მხოლოდ მთავრობის ახალი გარემოსდაცვითი მიწის მართვის სქემის (Elms) ფონდებით, არამედ კერძო სექტორისთვის შემოღებული ახალი გადახდებით ნახშირბადის შემცირების და ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად.

Keyhaven Lymington marshes on the Solent estuary. Photograph: Frank Blackburn/Alamy
Cumbria ELP-ის პროექტის მენეჯერმა ბილ კენმირმა განაცხადა: ”ჩვენ არ ვცდილობთ ფერმერებს რაიმე ვაიძულოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებია მოსალოდნელი და ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვერგოთ მათ. ბრექსიტი, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკიდან გასვლა და მთავრობის ახალი, მეურნეობის დაფინანსების სქემების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა აიძულებს ხალხს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მეცხოველეობის გადარჩენა. არსებობს ხედვა, რომ ჩვენ ცვლილებების ეტაპზე ვართ და სხვაგვარად უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ ფერმერებმა, არამედ კონსერვაციის მომხრეებმა და მიწის მესაკუთრეებმაც.”
მიუხედავად იმისა, რომ კუმბრიის ლანდშაფტებისა და თემების მომავალზე დებატები გაჩაღდა ცხოველების ბუნებაში რეინტროდუქციის მომხრეებსა და ცხვრის ფერმერებს შორის სავარაუდო დაპირისპირების გამო, კენმირი აცხადებს, რომ ახლა გაცილებით მეტი დიალოგი იმართება და ლანდშაფტების აღდგენის პროგრამის ფონდები ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობას კონსერვაციის მომხრეებსა და ფერმერებს შორის რეგიონში. „ნამდვილად ხდება საუბრის დაწყება, და [კუმბრიელი ფერმერი და ავტორი] ჯეიმს რიბენქსი პირველი იყო, ვინც რეგენერაციული მეურნეობა წინა პლანზე წამოწია, შესაძლებელი გახადა რა ერთმანეთთან თანამშრომლობა იმ სექტორებისთვის, რომლებიც ისტორიულად იზოლირებულად მუშაობდნენ.
მეორე ბრიტანული პროექტი, რომელმაც მხარდაჭერა მიიღო, არის ხუთწლიანი Solent seascape-ის პროექტი. იგი მიიღებს 5 მილიონი დოლარის დაფინანსებას ზღვის მცენარეების მდელოების, ხამანწკების რიფების, მლაშობის და ზღვის ფრინველების საბუდარი ჰაბიტატის აღსადგენად ნავსადგურებისა და მდინარეების შესართავების კომპლექსურ ქსელში, რომელიც ინდუსტრიალიზაციის და ურბანიზაციის დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, თუმცა ჯერ კიდევ თავშესაფარს წარმოადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის, მათ შორის ზვიგენის და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ევროპული გველთევზის ჩათვლით.
აღმოსავლეთ ევროპაში მხარდაჭერილი პროექტები მოიცავს ბუნებით მდიდარი ჰაბიტატების აღდგენის სამუშაოებს როდოპის მთებში, ბულგარეთის, საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე, ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში, სადაც ბინადრობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შესული 81 სახეობა და სადაც ჯერ კიდევ ბუდობს ბექობის არწივი.
ასევე არის საგრანტო პროექტი ივრის და ალაზნის მდინარეებს შორის არსებულ ქართულ სტეპში საქმიანობის მხარდასაჭერად, რომელიც მასპინძლობს პალეარქტიკული, ინდომალაური და აფროტროპიკული ფაუნის უნიკალურ ნაზავს, მათ შორის ტურას, მგელს და სვავს. პროექტი გააფართოვებს საძოვრების აღდგენას და გააგრძელებს მუშაობას მეცხოველეობით დაკავებულ საზოგადოებასთან, კახეთში ველური ბუნების დერეფნების აღსადგენად.
საფრთხის ქვეშ მყოფი ლანდშაფტების პროგრამის დირექტორმა, დოქტორ დევიდ თომასმა განაცხადა: „მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ლანდშაფტის აღდგენის პროექტების ახალი კოჰორტა, რომელიც იმის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ შეიძლება ლანდშაფტის აღდგენის შედეგად გაუმჯობესდეს ჩვენი გარემო, შექმნას პეიზაჟები, სადაც ხალხი და ბუნება ჰარმონიულად თანაცხოვრობს მომავალი თაობებისთვის.