კუს ტბის საგანმანათლებლო სალაშქრო ბილიკი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  მხარდაჭერით, EcoServe-ის ფარგლებში, კუს ტბაზე მოეწყო საგანმანათლებლო სალაშქრო ბილიკი. ტერიტორია ნაწილობრივ ემთხვევა საბუკოს მიერ მონიშნული ფრინველებზე დასაკვირვებელი ბილიკსაც, რომელიც კუს ტბას გარშემო უვლის. ეს ბილიკი კი იწყება ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს  კუს ტბის, მთაწმინდის, კოჯორის და წყნეთის დამაკავშირებელი სალაშქრო გზის ნაწილს. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც იწყება მთის ქედიდან, მოიცავს ტყის ჰაბიტატების გასაცნობ 10 პუნქტს.

2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საბუკომ განახორციელა განთავსებული საგანმანათლებლო ინსტალაციების ნაწილის მოდიფიკაცია, რათა ისინი უფრო მიმზიდველი და მარტივად გასაგები გაეხადა ყველა ასაკის ვიზიტორისათვის.

შეიცვალა ცხოველთა ნაკვალევის ამოცნობის ინტერაქციული დაფა. დაემატა ის სახეობები, რომლებიც კუს ტბის ტერიტორიაზე გვხვდება და თითოეულ მათგანს მიენიჭა კოდი, რომლითაც პასუხების გადამოწმება ადგილზევეა შესაძლებელი.

განახლდა 3 საინფორმაციო ბანერი მარტივად გასაგები ტექსტებითა და ილუსტრაციებთ.

დამონტაჟდა 2 გამაფრთხილებელი ნიშანი  – ველოსპორტით დაკავებული ადამიანებისა და ფეხით მოსიარულეთათვის.

განახლდა ტყის ქსილოფონის ინსტალაცია და დაემატა აღწერა.

თითოეულ ბანერს დაემატა QR კოდი, რომელიც გადადის საბუკოს ვებსაიტზე, სადაც დაინტერესებულ ადამიანს თითოეული თემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის წაკითხვა შეუძლია.

ასევე შეიქმნა 5 საგანმანათლებლო მოდული მასწავლებლებისათვის. მოდულები მოიცავს ინფორმაციას, კლასგარეშე გაკვეთილის გეგმას, თამაშებსა და აქტივობებს. ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია ჩამოტვირთოს ისინი და დაგეგმოს ვიზიტი ბილიკზე. საგანმანათლებლო პაკეტების შინაარსი მოცემულია იმდაგვარად, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს სხვა ტყეებთან მიმართებაშიც.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube