Spring Alive საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ორგანიზებას უწევს BirdLife International. კამპანიის მიზანია ევროპელი, აზიელი და აფრიკელი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ფრინველების, მიგრაციისა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა.
მონაწილეები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან რეგისტრირდებიან ვებსაიტზე www.springalive.net, თვალს ადევნებენ 7 სახეობის მოსვლას და შემდეგ საიტზე არეგისტრირებენ მონაცემებს. სახეობებია: თეთრი ყარყატი, სოფლის მერცხალი, ნამგალა, გუგული, ოქროსფერი კვირიონი, საყელოიანი წინტალა და მენაპირე მერცხალი.
მონაწილეებს ასევე შეუძლიათ მონიშნონ 7 სამიზნე სახეობა რუკაზე, როდესაც მათ საქართველოში პირველად ნახავენ. ამგვარად ფრინველთა მიგრაციის პროგრესი რუკაზე აისახება და მასზე დროში დაკვირვება ნებისმიერს შეუძლია.
კამპანიის წლევანდელი თემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი პედაგოგებისათვის. პირობებს გაეცანით SpringAlive 2022 პედაგოგების კონკურსი ქართულად.
მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რესურსები, აქტივობები, იდეები, გაკვეთილების გეგმები, თამაშები და ინფორმაცია თითოეულ სამიზნე სახეობაზე იხილეთ ფაილში.
აკრძალულია მოცემული მასალების კომერციული მიზნით ბეჭდვა და გავრცელება.