ქართული მუხა
Quercus iberica

ქართული მუხა
მუხა საკმაოდ მოზრდილი ხეა. ფოთლები მუქი მწვანე შეფერილობისაა და ნაკვთებიანი, ტალღოვანი კიდეებით ხასიათდება. ერთსა და იმავე ხეზე გვხვდება როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი ყვავილები.
ქარით დამტვერვის შედეგად მდედრობითი ყვავილისგან ვითარდება დიდი ზომის მბზინავი თესლი, რომელიც მოთავსებულია ჯამისებურ ბუდეში. მუხის თესლი ცნობილია რკოს სახელწოდებით. ქართული მუხა გამოირჩევა ძალიან მოკლე სანაყოფე ყუნწებით. ნაყოფი განთავსებულია თითო-თითოდ ან დაწყვილებულად. ქართული მუხა ქმნის ტყეებს წაბლთან, რცხილასთან და ნეკერჩხალთან ერთად.

ქართული მუხა
მუხის ხეები ვალური ბუნების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტ საარსებო პირობებს ქმნიან, ვიდრე სხვა ხეები. ისინი აყალიბებენ ჰაბიტატს 257-ზე მეტი სახეობის მწერისთვის, რაც ფრინველებისა და სხვა მტაცებლებისთვის საკვებ წყაროს წარმოადგენს. მუხის ქერქი საარსებო გარემოს წარმოადგენს ხავსებისა და ლიქენებისთვის, ხოლო გამხმარი ხეების ფუღუროებს საცხოვრებლად ფრინველები და ღამურები იყენებენ.
რკოთი იკვებება ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ბევრი სახეობა, მათ შორის ჩხიკვები, მაჩვები და წითელი ციყვები.
მუხის მერქანი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და გამძლეა.
მიიჩნევა, რომ მუხის ფოთლები, ქერქი და რკო ადამიანს კურნავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა მაგალითად დიარეა, ანთება და თირკმელში კენჭების დაგროვება. რკოს ასევე იყენებენ პურის ფქვილის დამზადებისას.
მუხის ქერქში შემავალი ტანინი, ჯერ კიდევ რომაული პერიოდიდან, გამოიყენება როგორც ტყავის სათრიმლავი საშუალება.
იფანი
Fraxinus excelsior

იფანი
მაღალი და მოხდენილი იფანი ხშირად ჯგუფურად გვხვდება და ქმნის გუმბათოვან ვარჯს. ხის ქერქის შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად იცვლება და ღია ყავისფერიდან ნაცრისფერში გადადის. ზამთარში იფნის ამოცნობა ძალიან ადვილია მისი გლუვი ყლორტებით, რომელზეც ერთმანეთის საპირისპიროდ განთავსებულია შავი შეფერილობის ხავერდოვანი კვირტები.
კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს იფნის მერქანს. თუმცა იფანს, მერქნის გარდა სხვა გამოყენებაც აქვს.
იფნის ახალგაზრდა, მწვანე, მოუმწიფებელი თესლები საკვებად ვარისია, ის ასევე გამოიყენება მცენარეულ მედიცინაში.
იფანი მიეკუთვნება ზეთისხილისებრთა ოჯახს (Oleaceae). მისგან წარმოებულ ზეთს გააჩნია ზეთისხილის ზეთის მაგვარი ქიმიური შემადგენლობა.
მე-19 საუკუნეში იფანი გამოიყენებოდა ეტლების ასაგებად.

იფანი
იფანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია და აღწევს 400 წლამდე, ხოლო გადაკაფვის შემთხვევაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო იზრდება. მის მერქანს შეშად და ნახშირის დასამზადებლად იყენებენ.
იფნის ფოთლები დაჯგუფებულია ფრთისებრად. როგორც წესი, ფოთლების ერთი ასეთი კლასტერი, რომელიც სიგრძეში 40 სანტიმეტრამდე აღწევს, შეიცავს ღია-მწვანე შეფერილობის, ერთმანეთის მოპირდაპირედ განთავსებულ, ოვალური ფორმის ფოთოლაკების 3-6 წყვილს. კლასტერი დამატებითი კენტი ფოთოლაკით ბოლოვდება. ფოთლებს შეუძლიათ მზის სხივების მიმართულებით მოძრაობა. ფოთოლცვენა იწყება მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ მწვანედ არიან შეფერილი.
მამრობითი და მდედრობითი ყვავილები, როგორც წესი, სხვადასხვა ხეებზე ვითარდებიან, თუმცა მათი ხილვა ერთდროულად შესაძლებელია ერთი ხის სხვადასხვა ტოტზეც.
იფნის ყვავილები მეწამული ფერისაა და მტევნისებური ფორმით ვითარდება.
მას შემდეგ, რაც მდედრობითი ყვავილები ქარის საშუალებით დაიმტვერება, მათგან ყალიბდება ფრინველებისთვის და ძუძუმწოვრებისთვის მიმზიდველი ფრთიანი ნაყოფები.
კავკასიური რცხილა
Carpinus caucasica

კავკასიური რცხილა

კავკასიური რცხილა
რცხილა სიმაღლის მიხედვით გვხვდება როგორც პატარა, ისე საშუალო ზომის, ხოლო მისი მაქსიმალური სიმაღლე 15-25 მეტრს აღწევს. რცხილის კარგი განვითარებისთვის საჭიროა თბილი კლიმატი. ქერქი გლუვია და მომწვანო-ნაცრისფერი. მდედრობითი და მამრობითი მჭადა ყვავილები ჩნდებიან ზაფხულის დასაწყისში, ფოთლების გამოჩენის შემდეგ. ყვავილების დამტვერვა ქარის საშუალებით ხდება.
რცხილა გადაკაფვის შედეგად ამონაყარებს იკეთებს, რის გამოც მას ქარსაცავი ზოლების მოსაწყობად იყენებენ.
რცხილას ფოთლები გამოკვეთილად დაძარღვულია, რაც ქმნის დანაოჭებულ ტექსტურას დაკბილული კიდეებით. ფოთლების ტექსტურა სიმაგრისა და სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფოთოლი მთელი წლის განმავლობაში ისე გამოიყურება, თითქოს სრულად განვითარებული არ იყოს.
რცხილა ჩვეულებრივი წიფლისგან მისი ორმაგად დაკბილული კიდეებიანი ფოთლებით განსხვავდება. ჩვეულებრივი წიფელის ფოთლებს გააჩნია ტალღოვანი კიდეები და არა დაკბილული.

კუნელი
Crataegus caucasica
კუნელის მოწიფული ხე სიმაღლეში 15 მეტრს აღწევს. ის ბუჩქისებრი აგებულებით გამოირჩევა, რომლის უბეშიც ეკლებია მოთავსებული. კუნელი ასევე, შეიძლება გაიზარდოს როგორც მომცრო ზომის ხე, ერთი ღეროთი. ქერქი მოყავისფრო-ნაცრისფერია, კვანძოვანი და ღაროვანი, ხოლო ყლორტები წვრილი და ყავისფერი, ეკლებით დაფარული.

კუნელი
ეს სახეობა ხშირად გვხვდება მწკრივების, ტყეების და ბუჩქნარების სახით. განსაკუთრებით კარგად ყვავილობს და ნაყოფიერია მზით სრულად განათებულ ადგილებში.
მას დიდი ხანია იყენებენ ცოცხალი ღობის მოსაწყობად და საუკეთესო არჩევანია ველური ბაღების გასაშენებლად.
კუნელის ფოთლები დაახლოებით 6 სმ სიგრძისაა და შედგება დაკბილული ნაკვთებისგან, რომლებიც თითქმის ნახევრამდეა ჩაჭრილი ფოთლის შუა ნაწილამდე.
შემოდგომით, ფოთოლცვენის დაწყებამდე, ისინი ყვითლდებიან. თითოეული ყვავილი შეიცავს მამრობით და მდედრობით რეპროდუქციულ ნაწილებს. კუნელის ყვავილები სურნელოვანია, შეფერილობა ძირითადად თეთრი ან ზოგჯერ ვარდისფერი. ყვავილები ხუთფურცლიანია და ჯგუფდება ბრტყელი ზედაპირის მქონე კონების სახით.
მწერებით დამტვერვის შემდეგ ისინი გარდაიქმნებიან მუქი წითელი შეფერილობის ნაყოფებად, რომლებიც ცნობილია „კუნელის კენკრას“ სახელწოდებით.
იუდას ხე
Cercis siliquastrum

იუდას ხე
ეს არის მიმზიდველი, მომცრო ზომის ფოთოლმცვენი ხე, მომრგვალებული, გულის ფორმის ფოთლებით. გაზაფხულზე ბარდის მსგავსი ყვავილების მტევნები ჩნდება ტოტებისა და ტანის გასწვრივ. ვარდისფერი ყვავილები ადრე გაზაფხულზე, ფოთლების განვითარებამდე ჩნდებიან. ყვავილებისგან ვითარდება მოგრძო, ბრტყელი, მუქი მეწამული შეფერილობის პარკები, რომლებიც ხეს დეკორატიულ იერს ანიჭებს. იუდას ხე სიმაღლეში 12 მეტრამდე იზრდება.

იუდას ხე
გაზაფხულზე ჩნდება ბრინჯაოსფერი-წითელი, მომრგვალებული გულისებრი ფოთოლი, რომელიც ზაფხულში მუქ მწვანე შეფერილობას იძენს, ხოლო შემოდგომაზე ფერთა გამა ცვალებადობს ღია ყვითლიდან მომწვანო-მოყვითალო-წაბლისფრამდე.
ყვავილები იმტვერება ფუტკრებით, რომლებსაც ნექტარი იზიდავს.
სათესლე პარკები მწიფდება ზაფხულის ბოლოს და ჩვეულებრივ რჩება ხეზე ზამთრის განმავლობაში.
დაფაზე მოცემულია ზოგიერთი ხე, რომლებიც მოსაზღვრე ტერიტორიებში გვხვდება. გარდა ამისა, ამ ტყის დიდ ფართობზე შესაძლებელია სხვა სახეობის ხეების პოვნაც.