კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის

წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილებისა თუ ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მოხმარების გამო, ველური სახეობებისთვის სულ უფრო ვიწროვდებოდა საარსებო გარემო, მაშინ როცა ტერიტორიაზე ლეოპარდიც კი გხვდებოდა. ამრიგად, პროექტის მთავარ მიზანს სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა წარმოადგენს, ერთიანი ეკოლოგიური ქსელის ფარგლებში, სადაც ველური ბუნება და ადამიანების საქმიანობა ჰარმონიულად გააგრძელებს თანაცხოვრებას.

პროექტი დაეფუძნება საფრთხის ქვეშ მყოფი ლანდშაფტების მიერ პირველი ფაზის ფარგლებში დაფინანსებულ „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტს, გააფართოებს საპროექტო არეალს და მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას და მიმდებარე ტერიტორიებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიმართულია ველური ბუნების დერეფნების აღდგენასა და ხელახლა დაკავშირებაზე.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

  • ივრის ხეობაში, 25 000 ჰექტარზე, (საიდანაც 20000 ჰა დაცული ტერიტორიაა, ხოლო 5000 ჰა კერძო საკუთრება) მდგრადი ძოვების სისტემა დაინერგება, რის შედეგადაც აღდგება და გაუმჯობესდება საძოვრების მდგომარეობა და ბიომრავალფეროვნება.
  • შემუშავდება და განხორციელდება კანონმდებლობა და მიდგომები პროექტის სამიზნე სახეობების პოპულაციის და მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისა და ეკოლოგიური მთლიანობის მისაღწევად.
  • გამოვლინდება საპროექტო ტერიტორიაზე კავკასიური ლეოპარდის გადაშენების მიზეზები და შემუშავდება საჭირო ზომები მათი შემცირებისა და აღმოფხვრისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ამ სახეობის დაბრუნებისთვის საჭირო გარემოს შექმნას.
  • ჰიდროლოგიური პროცესების გაუმჯობესებულ მართვის შედეგად აღდგება ივრის ჭალის ტყე, სადაც წარმოდგენილი იქნება მცენარეებისა და ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნება, ვეგეტატიური ტიპები და ეკოლოგიური პროცესები.
  • ცოდნის გაზიარება და გაცვლა, გაუმჯობესებული ფინანსური მდგრადობა და ცნობიერების ამაღლება მხარს დაუჭერს საძოვრების მდგრად მართვას საქართველოში

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube