“საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო“-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე.
“საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” შესახებ. “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს. ორგანიზაციის მისიაა ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენა საქართველოში; საზოგადოების მიერ ბუნების დაფასების გაზრდა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისება.
“საბუკო” წარმოადგენს BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივ პარტნიორს.
ზოგადი წარდგენა:
“საბუკოს” გამგეობა ეძებს შესაბამის კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციას, უხელმძღვანელებს მის მუშაობას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მართვის/ზედამხედველობის გზით. დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი/ანგარიშვალდებულია “საბუკოს” გამგეობის წინაშე, ეკისრება სტრატეგიული და სამოქმედო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ორგანიზაციის და თანამშრომლების საქმიანობის მაღალი ხარისხი, ფინანსური კეთილდღეობა, ძლიერი და მზარდი პროგრამები ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად.
სამუშაო მოვალეობები:
** ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების, გამგეობის, გარე კონსულტანტების და სერვისების ხელშეწყობით;
** ორგანიზაციის სამუშაოს და პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
** თანამშრომლებისა და პარტნიორების ხელმძღვანელობა “საბუკოს” პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების წარმატებით განხორციელების მიზნით;
** ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის განვითარების ხელმძღვანელობა და მისი განხორციელების კონტროლი;
** პროგრამების ინიცირება, ზედამხედველობა და შეფასება, “საბუკოს” სტრატეგიის და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად;
** ახალი ურთიერთობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შექმნა/გაძლიერება, “საბუკოს” ხედვასა და მისიის მხარდაჭერისთვის;
** ბიუჯეტის რეგულარული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) მიმოხილვის კოორდინაცია და მართვა, პერიოდული ფინანსური პროგნოზების მიმოხილვა;
** ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების ყველა მოთხოვნებთან;
** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
** დონორებისა და გამგეობისათვის ანგარიშებისა და პრეზენტაციები მომზადება;
** ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის გამგეობასთან, ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტების შედგენა/წარდგენის ჩათვლით;
** ფართო აუდიტორიისათვის “საბუკოს” და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** “საბუკოს” პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით;
** ფონდების მოძიებისა და შემოსავლების გაზრდის სტრატეგიების მეთვალყურეობა/ხელშეწყობა;
** “საბუკოს” წევრობის გაფართოების ხელშეწყობა;
** ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიაში, ან სამთავრობო სტრუქტურაში;
** ორგანიზაციის მართვის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსების მართვის გამოცდილება;
** ფონდების მოძიების გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
სასურველია:
** მოხალისეთა მოზიდვისა და ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვის გამოცდილება;
** ორგანიზაციაში წევრების მოზიდვის გამოცდილება;
** მჭიდრო ურთიერთობები აკადემიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ბიზნესებთან.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერობის და პერსონალის მართვის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა.
სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში, აუცილებლად მიუთითეთ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sabukoboard@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: “საბუკოს დირექტორის ვაკანსია”.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 21 თებერვალი.
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
სხვა მიმდინარე ვაკანსიები:
განათლების მენეჯერი
საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის საქართველოში საერთაშორისო ქსელის, “Birdlife International”-ის წარმომადგენელია. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი საქართველოში გავრცელებული სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შენარჩუნებაა.
განათლების მიმართულებით “საბუკოს” აქვს ცნობიერების ამაღლების პროექტები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. გუნდი ცდილობს გაზარდოს საზოგადოების მიერ ბუნებრივი რესურსების გაგება და დაფასება.
განათლების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** განათლების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის განახლება და შესრულების უზრუნველყოფა;
** “საბუკოს” ორგანიზაციული მიზნებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო მასალებისა და სამაგიდო კვლევის მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;
** “საბუკოს” სკოლების კლუბის პროგრამის მართვა და მის წევრებთან კომუნიკაცია;
** საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ტრენინგების საჭიროების კვლევა და ანალიზი;
** ტრენინგ-პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების პროცესის მართვა;
** საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით ფინანსების მოძიების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ანგარიშების მომზადება;
** საერთაშორისო პარტნიორების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
მოთხოვნები:
** ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალურად, ისე წერილობით;
** ბაკალავრის ხარისხი განათლების მენეჯმენტში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
** გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განათლების მენეჯერის პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს BirdLife-ის მიერ შემუშავებულ სემინარებსა და ტრენინგებში. ასევე, ექნება წვდომა BirdLife-ისა და პარტნიორების მიერ შემუშავებულ სასწავლო მასალებზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმეები გამოგზავნოთ მეილზე: info@sabuko.org.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების სპეციალისტი /GIS სპეციალისტი
მოვალეობები:
** მონაცემებთან მუშაობა (ანალიზი, ვიზუალიზაცია, დიგიტალიზაცია, კორექტირება);
** მონაცემების მიხედვით რუკების შექმნა;
** საჭიროებისამებრ, პროექტის ფარგლებში არსებული მონიტორინგის ინდიკატორის განახლება;
** საჭიროებისამებრ, ანგარიშების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საბუკოს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.
გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: aleksandre.mikeladze@birdlife.org, alex.mikeladze@sabuko.org
ჰიდროლოგი
მოვალეობები:
** პროექტის ფარგლებში საველე ვიზიტებში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** საპროექტო ტერიტორიაზე, წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებით, ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისად, კვლევის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
** პროექტის ფარგლებში არსებული მონიტორინგის ინდიკატორის განახლება;
** დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა წყლის მდგრადი მართვის პრაქტიკის ხელშეწყობისთვის;
** პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა წერილობითი ანგარიშების, ანალიტიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა.
იურისტი
მოვალეობები:
** მიწის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების მონიტორინგი და მათი ანალიზი;
** იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმოდგენა შეხვედრებსა და ღონისძიებებზე;
** საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესებში მონაწილეობა;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.
დრონის ოპერატორი
მოვალეობები:
** დრონის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
** მონაცემების მოპოვება და შემდგომი დამუშავება;
** ავტომატიზებული ფრენის დაგეგმარება შესაბამის პროგრამაში;
** დრონის საშუალებით საპროექტო არეალის მონიტორინგში მონაწილეობის მიღება და მიღებული მონაცემების დამუშავება;
** საჭიროებისამებრ, პროექტის ფარგლებში არსებული მონიტორინგის ინდიკატორის განახლება;
** პროექტის განმავლობაში, დრონის გამოყენებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ** ტრენინგის მასალების შექმნაში მონაწილეობა.
ბოტანიკოსი
** საპროექტო არეალზე გავრცელებული მცენარეებზე სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შეფასება;
** პროექტის განმავლობაში, დაგეგმილი ტრენინგების და საინფორმაციო მასალების შექმნაში მონაწილეობა, კომპეტენციიდან გამომდინარე;
** საჭიროებისამებრ, პროექტის ფარგლებში არსებული მონიტორინგის ინდიკატორის განახლება.
სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების პროგრამის კონსულტანტი/სტიმულირების მენეჯერი
მოვალეობები:
** ცხვრის ღირებულების ჯაჭვის ანალიზი და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი კონცეპტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომი დანერგვა;
** რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ღირებულების ჯაჭვის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად;
** საჭიროებისამებრ, კონსულტაციის გაწევა ფერმერებისთვის;
** სამოტივაციო სქემების შემუშავება ფერმერთა მდგრადი ძოვების სქემებში ჩართულობის გაზრდის მიზნით.
ნახშირბადის შემფასებელი
მოვალეობები:
** პროექტის ფარგლებში სამონიტორინგო აქტივობების განხორციელება;
** მონაცემთა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი;
** საჭიროებისამებრ, პროექტის ფარგლებში არსებული მონიტორინგის ინდიკატორის განახლება;
** ნახშირბადით ვაჭრობის საკითხის შესწავლა, მისი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება.
რეგიონალური კოორდინატორი
მოვალეობები:
** პროექტის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივ ფერმერებთან/მწყემსებთან კომუნიკაციის დამყარება საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვის მიზნით;
** ფერმერების/მწყემსების ჩართულობის მხარდაჭერა საძოვრების მდგრად მართვაში;
** საძოვრების მართვის გეგმის შესრულების შესახებ მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშგების შემუშავება;
** ფერმერების/მწყემსების ხელშეწყობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით აღების პროცესში;
** ფერმერების/მწყემსების სტიმულირების შემუშავებაში მონაწილეობა და ლოგისტიკური საკითხების უზრუნველყოფა;
** ველურ ბუნებასთან კონფლიქტებთან დაკავშირებით და და სოციალურ-ეკონომიკური კითხვარების ჩატარება მეცხვარეებთან;
** საბუკოს განათლების გუნდთან კომუნიკაცია;
** ფერმერების/მწყემსების შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემთა ბაზის შემუშავება;
** თანამშრომლობა დაცულ ტერიტორიებთან, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
** მონაწილეობის მიღება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაში, პროექტის ხილვადობისა და კოორდინაციის გაზრდის მიზნით;
** საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილ ვიზიტებში მონაწილეობა;
** ყოველკვირეული, კვარტალური, ნახევარწლიანი და წლიური ანგარიშების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: aleksandre.mikeladze@birdlife.org, alex.mikeladze@sabuko.org
საძოვრების კომპონენტის მენეჯერი
გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: aleksandre.mikeladze@birdlife.org, alex.mikeladze@sabuko.org