„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტში, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო სექტორმა, მათ შორის საბუკომ, დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით. წერილობით წარმოგიდგენთ საბუკოს მოსაზრებებს ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ დაგეგმილი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სამინისტროსგან გამოყოფა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებაში გადასვლა არის. განმარტებითი ბარათის თანახმად, ინიცირებული ცვლილება აღმოფხვრის არასაკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსის პრობლემას, გაამარტივებს ინფორმაციის მოპოვებას, საჯარო განხილვებისა, თუ საველე გასვლების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხს, რაც დადებითად უნდა აისახოს სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებებსა და ვადებზე. ვფიქრობთ, ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არ არის საკმარისად დასაბუთებული და ამგვარი ინსტიტუციური ცვლილება საჭიროებს გაცილებით მეტ დეტალიზაციას, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტი გარკვეულწილად ახლაც იყენებს სააგენტოს რესურსებს (სააგენტოს დებულებაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს აქვს ვალდებულება მიიღოს მონაწილეობა გზშ პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვასა და შეფასებაში) შესაბამისად, არსებული პრაქტიკის  გათვალისწინებით, ბუნდოვანია, როგორ გააუმჯობესებს დეპარტამენტის სააგენტოში გადასვლა დეპარტამენტის მუშაობას, თუ ის გარკვეულწილად უკვე მუშაობს ამგვარი მოდელით. არსებით გაუმჯობესებად, რაც შესაძლოა ინიცირებულ ცვლილებას მოჰყვეს,  შესაძლოა ჩაითვალოს ის, რომ დეპარტამენტს ექნება მარტივი წვდომა სააგენტოს საინფორმაციო ბაზებთან, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოქმედ  სტრუქტურულ ერთეულებს ისედაც არ უნდა ჰქონეთ მათი საქნიიანობის განხორციელებისთვის საჭირო მნიშვნელოვან საინოფრმაციო ბაზებზე წვდომის პრობლემა.

ცვლილებების თანახმად, გარემოსდაცვითი შეფასების დარგში სამინისტრო შეინარჩუნებს პოლიტიკის განმსაზღვრელის ფუნქციას და სააგენტოს მხოლოდ აღმასრულებლის როლის შესრულება დაეკისრება. წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ჩანს, თუ რომელი არსებული დეპარტამენტი შეითავსებს სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელის როლს, როგორ მოხდება პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

ინიცირებულ ინსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე უნდა აღინიშნოს ის პრობლემური საკითხი, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა, როგორც გამართულ შეხვედრაზე, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრობლემა ეხება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომერციულ საქმიანობასა და ასევე სააგენტოს ექსპერტების მიერ, სხვადასხვა საკონსულტაციო სამსახურისთვის გაწეულ კერძო საექსპერტო მომსახურებას. არაერთხელ აღინიშნა, რომ არსებული გარემოება წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს და ინსტიტუციური ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწევს ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის გადახედვა/რეგულირება.

დეპარტამენტის დეცენტრალიზაციის ინიცირებამდე განხილულ უნდა იქნას მისი სამინისტროს სტრუქტურაში დატოვებისა და გაძლიერების სამომავლო სცენარი. მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეპარტამენტის დელეგირება, კიდევ უფრო შეასუსტებს სამინისტროში გარემოს დაცვის მიმართულებას.

ზემოაღნიშნული ინტიტუციური ცვლილებების დამტკიცებამდე, მნიშვნელოვანია, ობიექტურად შეფასდეს ორივე მოცემულობა (დეპარტამენტის როგორც სამინისტროში დარჩენის, ისე სააგენტოში გადასვლის სცენარი), მათ შორის, დაინტერესებული არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

საბუკო ემხრობა სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას და მზადყოფნას აცხადებს  ჯგუფში ჩართვის შესახებ.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube