8 ოქტომბერი გადამფრენ ფრინველთა საერთაშორისო დღეა. გვინდა სინათლით დაბინძურებაზე კიდევ ერთხელ გესაუბროთ. სინათლით დაბინძურება მზარდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი ხელოვნური განათების ქვეშ ცხოვრობს. აქედან 90%-ზე მეტი ევროპასა და აშშ-ზე მოდის. 2012-დან 2016 წლამდე ხელოვნურად განათებული ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად 2.2 %-ით იზრდებოდა. ბუნებრივი სიბნელე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სუფთა ჰაერი, წყალი და ნიადაგი. სინათლით დაბინძურება იწვევს ცვლილებებს ეკოსისტემებში და ყოველწლიურად მილიონობით ფრინველის სიკვდილის მიზეზი ხდება. ხელოვნური სინათლე ფრინველებში გადაფრენის მარშრუტის, საკვების მოპოვებისა და ვოკალური კომუნიკაციის ცვლილებასაც კი იწვევს, რაც შემდგომში დეზორიენტაციითა და შენობებთან შეჯახებით მთავრდება. ბევრ ღამით გადამფრენ ფრინველს ხელოვნური სინათლე იზიდავს, განსაკუთრებით ცუდი ამინდის პირობებში - ნისლსა და წვიმაში. ამ დროს ისინი შედარებით დაბლა დაფრინავენ, ხელოვნური სინათლისაკენ მიდიან და შესაძლოა მის გარშემო წრიულადაც იმოძრაონ. ენერგიის უმიზნოდ დაკარგვა კი გადაფრენისას სიკვდილის ტოლფასია. რა არის გამოსავალი? ბევრი ქვეყანა ცდილობს, სინათლის არამიზნობრივი ხარჯვა და გარემოში გაფანტვა თავიდან აიცილოს. ასევე, შემოდგომობითა და გაზაფხულობით შეამციროს განათების ინტენსივობა შენობებზე. 2 წლის წინ, “ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ” კონვენციის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო სინათლით დაბინძურების შესახებ. რეკომენდაციები ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას იმ პროექტებისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სინათლით დაბინძურება. დამატებითი რეკომენდაციებს კონვენცია “ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ” 2023 წელს წარადგენს. სინათლით დაბინძურება და ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ სინათლით დაბინძურების ადამიანისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი მოქმედება აღწერილი არ არის, შეუძლებელია, ჯანმრთელობაზე ასახული უარყოფითი შედეგების კორელაციის ძალიან დამაჯერებელი მონაცემები უგულვებელყოთ. ლაბორატორიული ტესტები აჩვენებს, რომ ხელოვნური სინათლე ცვლის ადამიანის ცირკადიულ რიტმს. „დღე-ღამის 24-საათიანი ციკლი, რომელიც ცნობილია როგორც ცირკადული საათი, გავლენას ახდენს ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ეს პროცესები მოიცავს ტვინის აქტივობას, ჰორმონების წარმოებას, უჯრედულ რეგულაციას და სხვა ბიოლოგიურ აქტივობებს. ცირკადული საათის დარღვევა დაკავშირებულია ადამიანებში რამდენიმე პრობლემასთან, მათ შორის დეპრესიასთან, უძილობასთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და კიბოსთან“, - ამბობს პაოლო სასონე-კორსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ვრცელი კვლევა ჩაატარა ამ საკითხზე. მეტიც, ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა განიხილა შესაძლებლობა, რომ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მუდმივმა ხელოვნური სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს დღენაკლული ჩვილების განვითარებადი ცირკადული რიტმი. კვლევა ჟურნალ „Pediatric Research“-ის 2006 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. ახალშობილი თაგვები (განვითარებით ადამიანის 13 კვირის ნაყოფთან შედარებით) მუდმივი ხელოვნური განათების ქვეშ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყვნენ. ექსპოზიციის მქონე თაგვებს არ შეეძლოთ შეენარჩუნებინათ თანმიმდევრული ცირკადული ციკლი 3 კვირის ასაკში (შედარებულია ადამიანის დროულად დაბადებულ ახალშობილთან). დამატებითი 4 კვირის განმავლობაში სინათლის ქვეშ მყოფმა თაგვებმა ვერ შეძლეს რეგულარული ციკლის დამყარება. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადრეულ ასაკში ხელოვნური სინათლის გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიის და სხვა დარღვევების ჩამოყალიბებას. წამყვანი მკვლევარი დუგლას მაკმაჰონი აღნიშნავს: „ეს ყველაფერი ამ დროისთვის სპეკულაციურია, მაგრამ რა თქმა უნდა, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვილებისთვის ბენეფიტურია ნორმალური სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობის ეფექტი“. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2627884/ https://www.worldmigratorybirdday.org/
გადამფრენ ფრინველთა საერთაშორისო დღე