დრონი  პროექტისთვის “შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი”

24.04.2021

საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის 2020 წლიდან, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ერთად  (ბულგარეთი, რუმინეთი და სომხეთი) ახორციელებს პროექტს -”შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი”. პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის დაცული ტერიტორიების საერთო პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავება.

მეთოდოლოგიის შესამუშავებლად პირველ ეტაპზე მოგროვდება მონაცემები, რომელთა ანალიზითაც გამოვლინდება შავი ზღვის აუზის დაცული ტერიტორიებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდება შესაბამისი მეთოდოლოგია.

მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვებისთვის მნიშვნელოვანია საკვლევი ტერიტორიების ფოტო მასალის არსებობა, რათა მოხდეს ადამიანური ზემოქმედებისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესაფასება.

იმისათვის, რომ პროექტისთვის შერჩეული ტერიტორია შეფასდეს სრულყოფილად და შეგროვდეს ინფორმაცია მათ შორის რთულად მისადგომი ან მიუდგომელი ადგილებიდან, მონიტორინგი განხორციელდება დრონის გამოყენებით.

ბოლო პერიოდში დრონი სულ უფრო აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის პროცესში, რაც განპირობებულია იმით, რომ მისი გამოყენება საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში, მინიმალური ადამიანური რესურსის გამოყენებით მოხდეს დიდი ფართობის მონიტოინგი და უსწრაფესად მიიღო მაღალი გარჩევადობის ვიზულური მასალა. გარდა ამისა, დრონის თანამედროვე დიზაინი, უხმაურო ფრენა და სწრაფი მანევრირების შესაძლებლობა არ გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების შეწუხებას.

ზემოაღნიშნული სარგებლის გათვალისწინებით კოლხეთის ეროვნული პარკის მონიტორინგისათვის საბუკომ დრონი –  DJI phantom 4 multispectral – შეიძინა.  შერჩეული მოდელის გამოყენებით შესაძლებელი იქნება  რეალურ დროში მოხდეს მაღალი გარჩევადობის ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვება. მასალის გადაღება მოხდება ოპტიკური სენსორული კამერის მეშვეობით და შეინახება მეხსიერების ბარათზე. დრონით მონიტორინგისას შესაძლებელი იქნება დაცულ ტერიტორიაზე არსებული სრული სურათისა და  არსებულ ჰაბიტატზე ზემოქმედების ძირითადი ფაქტორების გამოკვეთა.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube