პროექტი – „ გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“ -, რომელსაც საბუკო 2020 წლიდან ახორციელებდა – დასასრულს მიუახლოვდა.
პროექტის მიზანს, შავი ზღვის აუზის დაცულ ტერიტორიებზე მოქმედი ანთროპოგენული ზემოქმედების შესწავლა და მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება წარმოადგენდა. პროექტისთვის საქართველოს მხრიდან კოლხეთის ეროვნული პარკი შეირჩა. პროექტში ასევე შერჩეულია ეროვნული პარკები რუმინეთიდან, სომხეთიდან და ბულგარეთიდან. ორი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა და კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების განსახილველად შეხვედრები 8-9 და 10 აგვისტოს თბილისსა და ფოთში გაიმართება. დელეგაციები სხვადასხვა ქვექნებიდან, პროექტის შედეგებს დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენენ და სფეროს ექსპერტების ჩართულობით იმსჯელებენ იდენტიფიციებული პრობლემების მოგვარების საშუალებებზე. 10 აგვისტოს, პროექტის პარტნიორები კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვევიან და ადგილზევე გაეცნობიან პარკში საბუკოს მიერ განხორციელებულ კვლევით ღონისძიებებს.
პროექტის შედეგად შეგროვილი მონაცემები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი პროექტის დასრულების შემდეგ გახდება.