დაეხმარე ბუნებას – ააშენე ზღარბის სახლი

ზღარბები ზამთრის განმავლობაში იძინებენ, ამიტომაც ცივი ამინდისა და მშიერი მტაცებლებისაგან გადასარჩენად თავშესაფარი ესაჭიროებათ. გარდა ამისა, ბუდე პატარების გასაზრდელადაც საჭიროა.

ზღარბები მებაღეებს დახმარებას უწევენ, რადგან ლოქორებს გემრიელად მიირთმევენ.

ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე რჩევა ზღარბის თავშესაფრის მოსაწყობად, რომელიც ყველაზე პატარა ეზოსთვისაც კი გამოგადგებათ.

დაგჭირდებათ:

• ოთხკუთხედი ფიცარი

• 30-მდე აგური

• ხის მსხვილი ტოტები

• ბარი

არ არის საჭირო, პროექტისთვის ახალი მასალა იყიდოთ. ძველი აგურები და მშრალი ფიცრები თქვენს სამეზობლოშიც შეიძლება იპოვოთ.

ინსტრუქცია: შეარჩიეთ სწორი, წყნარი და ჩრდილიანი ადგილი. კარგი იქნება ბაღის ახლოს, მაგალითად, ღობის ძირას.

ზღარბის სახლი მზის პირდაპრი სხივაბისაგან მოშორებით მოათავსეთ, შესასვლელი პირდაპირი ქარისაგან დაცული უნდა იყოს.

თუ იცით ადგილი, სადაც წინათ ზღარბი ბუდობდა, უმჯობესია სახლი შორიახლოს განათავსოთ. ანდა მსგავსი ადგილი მოძებნოთ.

დაახლოებით 7 სმ-ის სიგრმესა და 45 სმ-ის სიგანეზე ამოთხარეთ მიწა. თავიდან ჩააფინეთ მშრალი ფოთლები, მშრალი მცენარეების ნარჩენები და ტოტები.

გარშემო შემოუწყვეთ აგურები და დატოვეთ შესასვლელი. აგურები ისე განალაგეთ, რომ სტრუქტურა სტაბილური იყოს და მტაცებლებმა – მელიამ ან კატამ – ვერ დაშალონ. კარგი იქნება სიგანეში აგურების ორმაგი წყობა.

გააკეთეთ შესასვლელი გვირაბი, მძინარე ზღარბს მტაცებელი ადვილად რომ არ მიწვდეს.

სახურავად დაადეთ ხის ფიცარი.

ფიცრის ზემოთ დაალაგეთ მსხვილი ტოტები, რომ სახურავი დაამაგრონ. მორები შემოუწყვეთ გვერდებზეც – სახლი უფრო შენიღბულიც იქნება და მასში მცხოვრები მწერებიც ზღარბებისთვის გემრიელი სასუსნავია.

შესაძლოა, სახურავის ახდა და ზღარბის პოვნის იმედით შიგნით ჩახედვა მაცდური იდეა იყოს, მაგრამ უმჯობესია, არ შეაწუხოთ  პოტენციური ბინადრები.

თუ სახლის გარშემო  ყრია მშრალი ფოთოლი, ზღარბმა შესაძლოა გამოიყენოს დამატებით. სახლის მაგივრად ფოთლების, ტოტებისა და მორების არეული გროვაც შეიძლება გამოადგეს.

არ არის საჭირო, ზღარბის სახლში საკვები ან წყალი დადგათ. თუ მაინცდამაინც გსურთ დახმარება, კარგი იქნება საკვებს ოდნავ მოშორებით თუ დადებთ, სხვა ცხოველებმა რომ არ შეაწუხონ. არასოდეს მისცეთ ზღარბებს რძე და პური – მათ ამ პროდუქტების მონელება არ შეუძლიათ. სიამოვნებით მიირთმევენ კატის ბისკვიტებს ან სხვა, კატის და ძაღლის ხორციან საკვებს.

ზღარბები ბაღში

ზღარბი ბაღის ძუძუმწოვრებიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ცხოველია.

დღისით იშვიათად ნახავთ, სამაგიეროდ ღამ-ღამობით აქტიურობენ, რამოდენიმე ბაღს სტუმრობენ და ჭამენ სხვადასხვა უხერხემლოებს – ლოკოლინებს და ლოქორებს, ხოჭოებს, მუხლუხებს, მატლებს.

კარგად ეხერხებათ სირბილი, ცოცვა და ცურვა. ცივ ზამთარში იძინებენ და დათბობისას იღვიძებენ.

საკმაოდ დიდ ბუდეს იკეთებენ, რომლისთვისაც ხავსს, ბალახს, ფოთლებსა და სხვა ბაღის ნარჩენებს იყენებენ. ბუდეს სქელი ღობის ქვეშ, ხშირ ბუჩქებში, ნასხლავებისა და სხვა ნარჩენების ქვეშ ათავსებენ.

ასევე გაეცანით

Facebook Twitter Instagram YouTube